ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 3 დეკემბრის მონაცემებით, კლინიკებში აქციებიდან სხვადასხვა სიმძიმითა და დაზიანებით 26 პაციენტი არის გადაყვანილი

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, 3 დეკემბრის მონაცემებით, კლინიკებში სხვადასხვა სიმძიმითა და დაზიანებით 26 პაციენტი არის გადაყვანილი. მისივე თქმით, მათ შორის საჭირო გახდა სამართალდამცავთა ჰოსპიტალიზაცია.
როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა ტიპის და ხარისხის დაზიანებებით შედიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ყველა პაციენტი, ვინც სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, ასეთ დახმარებას იღებს. ვისაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება, შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში თავსდებიან.
3 დეკემბრის მონაცემებით, კლინიკებში სხვადასხვა სიმძიმითა და დაზიანებით 26 პაციენტია გადაყვანილი, რომელთაც სათანადო მკურნალობა გაეწია. არცერთ შემთხვევაში მძიმე, ფატალური შედეგის მოლოდინი არ არის“, – განაცხადა მ.