ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების სფეროში დასაქმებულების ხელფასი 1848 ლარამდე გაიზარდა – საქსტატი

მიმდინარე წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 1848 ლარი შეადგინა, რაც, საქსტატის ინფორმაციით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 260 ლარით ანუ დაახლოებით 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საშუალო ხელფასის სიდიდით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფერო საქმიანობის 19 მიმართულებას შორის მე-13 ადგილს იკავებს. ამ სექტორში დასაქმებულებზე ნაკლები ხელფასები აქვთ შემდეგ სექტორებში დასაქმებულებს: ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები; სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა; წყალმომარაგება – კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები და განათლების სფერო.
2025 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.3 პროცენტით (207.1 ლარით) გაიზარდა და 2 212.0 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ⦁ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 176.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.4 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 732.2 ლარი (გაიზარდა 2.5 პროცენტით); მშენებლობა – 3 467.7 ლარი (გაიზარდა 17.7 პროცენტით); ⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 995.3 ლარი (გაიზარდა 4.3 პროცენტით).