ჯანდაცვის ახალ მინისტრს ორშაბათს წარადგენენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ორშაბათს, მთავრობის სხდომაზე დაასახელებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პრემიერ-მინისტრს ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რის თაობაზეც მე არ და ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს მთავრობის ხელმძღვანელის პრეროგატივაა. ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონსულტაცია პარტიულად, ჩვენთანაც. არჩევანი გაკეთდა რამდენიმე ძალიან ღირსეულ ადამიანს შორის და გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ვიცი, ორშაბათს, მთავრობის სხდომაზე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე