ჯანდაცვისა და სოციალური საქმიანობების სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 4-ჯერ გაიზარდა

ჯანდაცვისა და სოციალური საქმიანობების სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 4-ჯერ გაიზარდა
გასულ წელს ჯანდაცვისა და სოციალური საქმიანობების სექტორში 11 მილიონ 036 ათასი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.
საქსტატის მონაცემებით, წინა წელს ეს მაჩვენებელი 2 მილიონ 626 ათასი იყო. შესაბამისად, 4-მაგი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების ჯამურ მაჩვენებელში კლება დაფიქსირდა.
კერძოდ, საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 902.2 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის
შესაბამის მაჩვენებელზე 15.6 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2023 წლის წინასწარ მონაცემებს
19.3 პროცენტით აღემატება.
2023 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მიხედვით) 63.1 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 583.6 მლნ. აშშ დოლარი
შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 30.7 პროცენტია. მეორე
ადგილზე იმყოფება ვაჭრობის სექტორი 314.3 მლნ. აშშ დოლარით (16.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე
– დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 301.5 მლნ. აშშ დოლარით (15.9 პროცენტი).
jandacva.ge

ასევე დაგაინტერესებთ