ჯანაშია: დარწმუნებული ვარ, ეს ერთობა დემოკრატიულ საზოგადოებას ააშენებს

ცოტა უჩვეულოა, ძირითადად ბავშვებს და სტუდენტებს ველაპარაკები ხოლმე.
პატარა ამბით მინდა დავიწყო, რამდენიმე წლის წინ, როცა ლელოს აარსებდა, ჩვენ შევხვდით და შემომთავაზა, რომ მასთან ერთად მემუშავა ამ პარტიაში. მაშინ ვუთხარი, ეს ეს ჩემი საქმე არ არის, მე სხვა საქმეები მაქვს, მინდა, განათლებაში ვიმუშაო და დღეს, აი, ისევ ერთად ვართ და ამაში არის რაღაც.
ახლა რა მოხდა ამასობაში, რამ შეცვალა ჩემი გადაწყვეტილება.
ამ აქციების დროს, წელს, ვადევნებდი თვალყურს ასეთ ამბავს, რომ გურიაში მასწავლებელს სცემეს, იმიტომ, რომ მას აქვს კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ და ეს არ აპატიეს. ეს არის დანაშაული, მაგრამ კიდევ უფრო შემზარავი იყო ის, რომ 2 100 სკოლიდან მხოლოდ ერთმა დირექტორმა გაბედა, რომ მხარი დაეჭირა მისთვის და ეთქვა, რომ ეს დაუშვებელია.
ეს აჩვენებს რომ ვცხოვრობთ პოლიტიკურ სისტემაში, რომელშიც ადამიანებს ეშინიათ, რომ დაიცვან საკუთარი და სხვისი ღირსება. ესაა პოლიტიკური სისტემა, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს ევროპულობასთან, ევროპაში არათუ ასეთი რამ არ მოხდებოდა, არამედ სახელმწიფო დაუდგებოდა გვერდით მასწავლებელს და იმედი გვაქვს, რომ ასეთ სახელმწიფომდე მივალთ, სადაც სახელმწიფო იქნება მასწავლებლის გვერდზე და არა სახელმწიფო დასჯის ხოლმე მათ, როცა კრიტიკულ აზრს გამოთქვამენ.
უნდა მივაღწიოთ დემოკრატიულ საზოგადოებას, რაც გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანები სხვის ხარჯზე მდიდრდებოდნენ, ან არ შეიძლება დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანის ღირსება იყოს შელახული და ამ ადამიანს არ ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი თავი დაიცვას.
იმისთვის, რომ დემოკრატიულ საზოგადოებამდე მივიდეთ, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესში, იმისთვის, რომ მისი ხმა იყოს გაგონილი და ის ხალხი დაეხმაროს სხვებს, ვისი ხმაც არ ისმის, რომ მათ მიაღწიონ საკუთარი პრობლემების გადაჭრას პოლიტიკური ინსტრუმენტების მეშვეობით.
ეს იქნება დემოკრატია, სადაც მსჯელობაა და არა ლანძღვაში შეჯიბრი, სადაც პროფესიონალიზმია დაფასებული და არა მორჩილება, ეს იქნება დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც შეგვეძლება, რომ ვიკამათოთ, მაგრამ შევთანხმდეთ და მე დარწმუნებული ვარ, ასეთ საზოგადოებას ეს ერთობა ააშენებს. გაგიმარჯოთ.
თქვა სიტყვით გამოსვლისას განათლების მკვლევარმა, სიმონ ჯანაშიამ. ის ლელოს, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის და მოძრაობა თავისუფლების მოედნის პოლიტიკურ ცენტრში გაერთიანდა.