ჯამურმა საპენსიო აქტივებმა 4 ნახევარ მილიარდ ლარს მიაღწია

ჯამურმა საპენსიო აქტივებმა 4 ნახევარ მილიარდ ლარს მიაღწია
საპენსიო სააგენტომ 2023 წლის შედეგები შეაჯამა. ჯამურმა საპენსიო აქტივებმა 4 ნახევარ მილიარდ ლარს მიაღწია. სქემაში რეგისტრირებულ მონაწილეთა რაოდენობამ კი მილიონ ნახევარი შეადგინა. აქედან აქტიური სქემის მონაწილე 1 300 000 ადამიანია.
დღეისთვის, გაცემული პენსიის ჯამური ოდენობა 20 მილიონი ლარია.
უწყების ცნობით, მხოლოდ 2023 წელს, საინვესტიციო ამონაგებმა 401 მლნ ლარი შეადგინა. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 3 იანვრიდან იმ მონაწილეების აქტივები, რომლებსაც 2023 წლის 7 სექტემბრამდე არ აურჩევიათ სასურველი საინვესტიციო პორტფელი, ავტომატურად გადანაწილდა კონსერვატიულ ანუ დაბალრისკიან პორტფელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ტურიზმის მსოფლიო დღის თემატიკაა ტურიზმი და მშვიდობა, სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, რაც აფხაზებსა და ოსებთან შერიგების, ქვეყნის გაერთიანების უალტერნატივო პირობაა – ირაკლი კობახიძე