„ჯალალ ედ დინმა 100 ათას ქართველს მოჭრა თავები მეტეხის ხიდზე… თქვენ კი განაცხადეთ, რომ მეტეხის ხიდზე და მის ორივე მხარეს 20 ათას ადამიანზე მეტი ვერ დაეტევა“- ისტორიკოსი მდინარაძეს

„ჯალალ ედ დინმა 100 ათას ქართველს მოჭრა თავები მეტეხის ხიდზე… თქვენ კი განაცხადეთ, რომ მეტეხის ხიდზე და მის ორივე მხარეს 20 ათას ადამიანზე მეტი ვერ დაეტევა“- ისტორიკოსი მდინარაძეს
ისტორიკოსი, ბექა სოციალური ქსელის მეშვეობით მამუკა მდინარაძეს მიმართავს, რომელმაც განაცხადა, რომ გუშინდელ „ვეროპის მარშზე“ მაქსიმუმ 20 000 ადამიანი იქნებოდა.
„ბატონო / Mamuka Mdinaradze დედაეკლესია და ეროვნული ისტორია გვასწავლიან, რომ ჯალალ ედ დინმა 100 ათას ქართველს მოჭრა თავები მეტეხის ხიდზე.
გვაქვს 100 ათასი მოწამის ხსენების დღე და ყოველ წელს, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, იმართება მსვლელობა, ყვავილები იყრება მტკვარში და ა.შ.
დღეს თქვენ განაცხადეთ, რომ მეტეხის ხიდზე და მის ორივე მხარეს 20 ათას ადამიანზე მეტი ვერ დაეტევა, გამორიცხულიაო.
ესე იგი, თქვენ წახვედით დედაეკლესიის, ქართლის ცხოვრების სწავლებათა წინააღმდეგ და ამტკიცებდით რომ ეს შეუძლებელია, ბატონო მამუკა?!
რას იტყვიან თქვენი IQ მხარდამჭერები, გიფიქრიათ ამაზე?!
• Beka Odisharia თუ ეგენიც ჭყლეტაში მოყვნენ, ძმა?“

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა: მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმედ გამოიძახეს ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვში პუტინს ეახლა და პირდაპირი მნიშვნელობით, ხელებს უკოცნიდა მას

თეონა აქუბარდია: ალიევი თბილისში ბოლოს ღარიბაშვილის დროს, 2023 წელს იყო, მისი ჩამოსვლა მოულოდნელია, დაანონსებული არ ყოფილა – გეოპოლიტიკა, მათ შორის საქართველოსთვის უპირობო შესაძლებლობები იცვლება, ჩვენი ქვეყანა კი რეალობას მოწყვეტილია