ჯაკას გასროლა და გამარჯვების გოლი 101-ე წუთზე – “ლევერკუზენი” თავის სტილში იწყებს [VIDEO]

ბუნდესლიგის 1-ელ ტურში “ლევერკუზენი” “გლადბახს” ესტუმრა და 3:2 დაამარცხა. მოქმედმა ჩემპიონებმა გამარჯვების გოლი 101-ე წუთზე გაიტანეს.
მატჩი ალონსოს გუნდის უპირატესობით დაიწყო და მე-12 წუთზე გრანიტ ჯაკამ ულამაზესი გოლი გაიტანა.
38-ე წუთზე ფლორიან ვირცმა “ლევერკუზენი” წინ ორბურთიანი უპირატესობით გაიყვანა.
მეორე ტაიმში “გლადბახი” გააქტიურდა, 59-ე წუთზე ნიკო ელვედიმ სხვაობა შეამცირა. 85-ე წუთზე კი ტიმ კლეინდიენსტმა ანგარიში გაათანაბრა.
90+11 წუთზე კი ფლორიან ვირცმა დუბლი შეასრულა და “ლევერკუზენს” 3 ქულა მოუტანა.
ალონსოს გუნდი მორიგ მატჩს 28 აგვისტოს, გერმანიის თასზე “იენას” წინააღმდეგ გამართავს, “გლადბახი” კი
31 აგვისტოს, ბუნდესლიგაში “ბოხუმს” დაუპირისპირდება.