„ჯავშნების ნახევარი გაგვიუქმეს“ – „ინ ჯგუფის“ დამფუძნებელი

„ჯავშნების ნახევარი გაგვიუქმეს“ – აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ინ ჯგუფის“ დამფუძნებელი ერეკლე კოკაია. მისი თქმით, ნებისმიერი სახის არასტაბილურობა და ცუდი პიარი ქვეყნის მასშტაბით, პირველ რიგში ტურიზმს ურტყამს და გამონაკლისი არც ახლანდელი მდგომარეობაა.
„მიუხედავად იმისა, რომ თბილისი სეზონური ქალაქია და ტურისტების დიდი ნაწილი აქ ზაფხულში ჩამოდის, ზამთრის განმავლობაში დედაქალაქზე მოთხოვნა ახალი წლის პერიოდში მატულობს. ჩვენ 100%-ით გაყიდული გვქონდა ნომრები, მაგრამ ამჟამად 100%-დან 50%-ზე ვართ ჩამოსულები, ანუ ჯავშნების ნახევარი გაგვიუქმეს.
ძირითადად, ამ სიტუაციამ კორპორატიულ ნაწილს დაარტყა, ანუ შეხვედრები, რომლებიც იმართებოდა სასტუმროებში, თითქმის ნახევარზე მეტი გაუქმებულია. ეს კორპორატიული შეხვედრები ტარდებოდა ძირითადად ქალაქგარეთ, ამიტომ ამჯერად რეგიონული მასშტაბითაც ვსაუბრობ“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც ყველაზე მეტი ტურისტი შემოდის, ერეკლე კოკაიას თქმით, ამ მხრივ მონაცემები არ შეცვლილა და კვლავაც არაბთა გაერთიანებული საამიროები ლიდერობს. მას მოჰყვება ტურისტები დან, ტაილანდიდან და ა.შ. რაც შეეხებათ ევროპელ ტურისტებს, კოკაია აღნიშნავს, რომ ამჟამად მათი ინტერესის სფეროს საქართველოს რეგიონები წარმოადგენს, კერძოდ კი ქუთაისი.
კოკაია იმედოვნებს, რომ ზამთრის სეზონზე კვლავ მაღალი იქნება მათგან მოთხოვნა სამთო კურორტებზე – გუდაურსა და ბაკურიანში.
„ველოდებით ჯავშნებს, თუმცა ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რომ დიდი რაოდენობით ჯავშანია შემოსული“, – განაცხადა მან.
bpn.ge