ჯაბა ხუბუა: ურსულა ფონ დერ ლაიენის პოლიტიკური შვილები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს ვერ უკარნახებენ, როგორ უნდა იცხოვროს და რა გზით იაროს საქართველომ

„სამგლოვიარო დღეებმა შესაძლებელი გახადა, თითქმის ზუსტად გამოვითვალოთ თანაფარდობა საქართველოში სამშობლოიანთა და უსამშობლოთა შორის“- წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.
ის 2024 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ცხოვრობს 3 914 000 ადამიანი. მისი თქმით, „აქედან 1 500 000 ადამიანმა, ანუ მოსახლეობის 38,32 პროცენტმა ფიზიკურად მიიღო მონაწილეობა პატრიარქის უკანასკნელ გზაზე გაცილებაში; პარალელურად, რუსთაველის გამზირზე იდგა დაახლოებით 50 მეპროტესტე, რაც მოსახლეობის 0.0013 პროცენტია“.
ხუბუას თქმით, თუ ვივარაუდებთ, თეორიულად რამდენი ადამიანი შეიძლებოდა, დამატებოდა პატრიარქის დასატირებლად ფიზიკურად მისულებსა და რუსთაველზე მდგარ მეპროტესტეებს, თანაფარდობა კიდევ უფრო გაიზრდება.
„სამგლოვიარო დღეებმა შესაძლებელი გახადა, თითქმის ზუსტად გამოვითვალოთ თანაფარდობა საქართველოში სამშობლოიანთა და უსამშობლოთა შორის.
უკანასკნელი (2024 წლის) საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში ცხოვრობს 3 914 000 ადამიანი; აქედან 1 500 000 ადამიანმა, ანუ მოსახლეობის 38,32 პროცენტმა ფიზიკურად მიიღო მონაწილეობა პატრიარქის უკანასკნელ გზაზე გაცილებაში; პარალელურად, რუსთაველის გამზირზე იდგა დაახლოებით 50 მეპროტესტე, რაც მოსახლეობის 0.0013 პროცენტია.
თუ ვივარაუდებთ, თეორიულად რამდენი ადამიანი შეიძლებოდა, დამატებოდა პატრიარქის დასატირებლად ფიზიკურად მისულებსა და რუსთაველზე მდგარ მეპროტესტეებს, თანაფარდობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა 38,32/0.0013 პროცენტზე ისედაც კოლოსალური სხვაობაა.
შესაბამისად, დასკვნა ასეთია: ურსულა ფონ დერ ლაიენის პოლიტიკური შვილები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს ვერ უკარნახებენ, როგორ უნდა იცხოვროს და რა გზით იაროს საქართველომ.“- წერს ხუბუა.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს