ჯაბა სამუშია საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, IV საერთაშორისო ქართველოლოგიურ კონგრესში ცნობილი ქართველი და უცხოელი ქართველოლოგები მონაწილეობენ იაპონიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან, რუმინეთიდან, შვედეთიდან, იტალიიდან. კონგრესის გახსნას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ქართველოლოგიის განვითარებისა და უცხოეთში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ეს არის დარგი, რომელიც ჩვენი მოსავლელი და მოსაფრთხილებელია. ამ მიმართულების განვითარებისთვის აუცილებელია საერთო სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება. ჩვენ მზად ვართ, მეცნიერებათა აკადემიასთან და სხვა უნივერსიტეტებთან ერთად შევიმუშაოთ სტრატეგია ქართველოლოგიური მეცნიერების განვითარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
მისი თქმით, მსოფლიოს ბევრი უნივერსიტეტი ინტერესდება ქართველოლოგიური ცენტის გახსნით. ბევრ უნივერსიტეტში უკვე არის ასეთი ცენტრები, სადაც ასწავლიან ქართულ ენას, კულტურას, საქართველოს ისტორიას.
„საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესის მიზანია ქართული ენის, კულტურისა და ისტორიის დაცვა და პოპულარიზაცია. ასევე, ქართველოლოგიის სფეროში მომუშავე უცხოელი და ქართველი მეცნიერების შეკრება და ამ მიმართულებით მიღწეული სიახლეების გაცნობა.
კონგრესი 2015 წლიდან ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით. კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?