ჯაბა სამუშია გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ენრიკო შლაიფთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში კონკრეტული პროექტების გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს, მათ შორის, ისაუბრეს ერასმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამაში განაცხადის გაკეთების შესახებ. ასევე, ქართველოლოგიის მიმართულების გაძლიერების პერსპექტივებზე.
„შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მასპინძელი უნივერსიტეტის გლობალური ოფისის ხელმძღვანელი, პრეზიდიუმის წარმომდგენელი და კავკასიოლოგიის მიმართულების პროფესორი.
შეხვედრის ფარგლებში ფრანკფურტის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებს უნივერსიტეტის სტრუქტურა გააცნო და მართვის საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარა. ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, ასევე დაიგეგმა ენრიკო შლაიფის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება

ალეკო ელისაშვილი – ჩემი სახელითა და გვარით ცდილობენ, დააზიანონ დანარჩენი პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გარდაუვალი გათავისუფლების პროცესი – არ მინდა რაღაც მოლოდინები შევქმნა, მაგრამ არც რუბიოს ზარი იყო შემთხვევითი – მოუწევთ ციხის კარის გახსნა