ჯაბა ზარქუა: სანამ კორუფცია სულით და ხორცით არ შეგვზიზღდება, მანამდე კარგ ქვეყანას ვერ ავაშენებთ. ჩემი დაკვირვებით, ჯერ კორუფცია ასე ძალიანაც არ ეზიზღება ხალხს. პირიქით სიმპატიზირებენ კიდეც კვაჭებს

გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა:
ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანს რა ქონების ფლობაც გამოუქვეყნეს, იმის მეოთხედის ფასად კრონის და კოლიტის მქონე მინ. 100 პაციენტს მაგარი მკურნალობა დაუფინანსდებოდა, ერთი წლის მაინც.
ჰოდა, ამ დროს რეალურად პაციენტებს სახელმწიფოსგან რისი მოთხოვნა უწევთ იცით? წამალი რომ უბრალოდ იყოს მაინც, ხარისხიანი… ყიდვა მაინც რომ შეეძლოთ!
სანამ კორუფცია სულით და ხორცით არ შეგვზიზღდება, მანამდე კარგ ქვეყანას ვერ ავაშენებთ. ჩემი დაკვირვებით, ჯერ კორუფცია ასე ძალიანაც არ ეზიზღება ხალხს. პირიქით სიმპატიზირებენ კიდეც კვაჭებს.