“ჯა­ბას­თვის დამ­ჭირ­და ცი­ხე­ში მა­მა­ოს შეყ­ვა­ნა. წა­ვიყ­ვა­ნე და ცი­ხეს რომ ვუ­ახ­ლოვ­დე­ბო­დით, მკი­თხა, რა გვარ­თან მივ­დი­ვა­რო?…”

13 მარტს ჯაბა ბოჯ­გუა 44 წლის გახ­დე­ბო­და. მომ­ღე­რა­ლი სამი წლის წინ, 12-წლი­ა­ნი კო­მის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. ჯა­ბას დედა, მა­ნა­ნა გვა­სა­ლია არის ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ავად­მყოფ შვილს, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვერ­დი­დან არ მოს­ცი­ლე­ბია.

მი­უ­ხე­და­ვად უმ­ძი­მე­სი დი­აგ­ნო­ზი­სა, თავ­გან­წი­რულ დე­დას მა­ნამ სჯე­რო­და, რომ შე­იძ­ლე­ბო­და ერთ დღეს ჯაბა გონ­ზე მო­სუ­ლი­ყო, ვიდ­რე მომ­ღერ­ლის ბე­ბია არ გარ­და­იც­ვა­ლა. ამ დღის შემ­დეგ, მომ­ღე­რალ­მა, რო­მე­ლიც წლე­ბი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, წო­ნა­ში კლე­ბა და­ი­წყო და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და.

ჯაბა ბოჯ­გუა ცი­ხე­ში ცუ­დად გახ­დო­მის შემ­დეგ, დე­დას­თან და მო­ხუც ბე­ბი­ას­თან ერ­თად, წლე­ბი ერ­თო­თა­ხი­ან ნა­ქი­რა­ვებ სახ­ლში ცხოვ­რობ­და. მა­ნა­ნა გვა­სა­ლია ამ­ბობს, რომ 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­წოლ­ში არ სძი­ნე­ბია…

– ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, სამი წელი გა­ვი­და ჯა­ბას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან…

– ჯაბა 13 მარტს 44 წლის გახ­დე­ბო­და, ძა­ლი­ან მინ­და, მომ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა ეს დღე ჩემს შვილს მი­ვუ­ლო­ცო. მე ის ღმერ­თის დახ­მა­რე­ბით ვა­ცო­ცხლე, მე და დე­და­ჩემს დღე და ღამე არ გვე­ძი­ნა. მარ­თა­ლია, სამი წელი გა­ვი­და, რაც ჯაბა აღარ მყავს, მაგ­რამ ახ­ლაც ისე ვარ, წამ­ლებს ვსვამ, მაგ­რამ არ მე­ძი­ნე­ბა, ჩავ­რჩი იმ დრო­ში. ძა­ლი­ან მი­ჭირს, ჯან­მრთე­ლო­ბა შე­მერ­ყა. არ მიყ­ვარს ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი, არ ვა­წუ­ხებ გა­რეთ არა­ვის. ხერ­ხემ­ლის პრობ­ლე­მა მაქვს, მუხ­ლე­ბი, სახ­სრე­ბი ყვე­ლა­ფე­რი მტკი­ვა. ოღონდ ჯაბა ცო­ცხა­ლი იყოს და ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც მო­ვუვ­ლი­დი.

– რო­გორ ცხოვ­რობთ, რო­გორ გა­გაქვთ თავი?

– უფ­ლის წყა­ლო­ბით, ახ­ლო­ბელ­მა ბინა და­მით­მო და იქ ვცხოვ­რობ. ადრე გამ­გე­ო­ბა მეხ­მა­რე­ბო­და, ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ, ყუ­რა­დღე­ბა არ მო­უკ­ლი­ათ. რომ გი­თხრათ, რომ ვინ­მე პატ­რო­ნი მყავს, მა­კი­თხავს, ეგრე არ არის. ადრე სა­საფ­ლა­ო­ზე ყო­ველ­დღე დავ­დი­ო­დი, ახლა რაც ფე­ხე­ბის პრობ­ლე­მა მაქვს, ყვე­ლა მე­სა­მე დღეს დავ­დი­ვარ. რაც შე­მიძ­ლია ვა­კე­თებ დე­და­ჩე­მის­თვის და ჯა­ბას­თვის.

– რა­ტომ და­ი­ჭი­რეს ჯაბა, ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან რო­გორ ფიქ­რობთ, ვის აწყობ­და რე­ა­ლუ­რად მისი ცი­ხე­ში ყოფ­ნა?

– რა გი­თხრათ, ამ­ბო­ბენ, რომ მთავ­რო­ბამ გა­წი­რაო, მე ხელს ვერ და­ვა­დებ, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ეშ­ვათ ცი­ხი­დან, იმი­ტომ რომ ჯაბა გუ­ლით ავად­მყო­ფი იყო. ვიდ­რე იქ მოხ­ვდე­ბო­და, გული ოთხჯერ ჰქონ­და გა­ჩე­რე­ბუ­ლი. მის და­კა­ვე­ბა­ში წვლი­ლი მი­უ­ძღვის ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც გა­რი­გე­ბა დადო პო­ლი­ცი­ას­თან. იმ ქა­ლის ქმა­რი, ვინც ჯა­ბას უჩივ­ლა, ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბა­ზე იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და 18 წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი. სა­ერ­თოდ, რო­დე­საც ვალი აქვს ადა­მი­ანს, ჯერ სახ­ლში მო­დი­ან, ითხო­ვენ თან­ხას, დროს და­უთ­ქვა­მენ და მერე ჩი­ვი­ან. ასე­თი რამ არ მომ­ხდა­რა. თან უნდა ნა­ხოთ, რა თან­ხა­ზე იყო ლა­პა­რა­კი. სა­ჩი­ვარ­ში ეწე­რა, რომ ჯა­ბას მი­უ­ტა­ნეს „ბან­ბა­ნერ­კა“, ტორ­ტი, რეს­ტო­რან­ში და­პა­ტი­ჟეს, ეს თან­ხე­ბი იყო შეკ­რე­ბი­ლი. ჯა­ბას უყ­ვარ­და სა­ჩუქ­რე­ბის ჩუ­ქე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ეგო­ნათ მი­ლი­ო­ნე­რი იყო და ფულს გა­ა­კე­თებ­დნენ.

სა­სა­მარ­თლო­ზე მო­რი­გე­ბა მინ­დო­და, რომ გი­რა­ო­თი გა­მო­ეშ­ვათ, მაგ­რამ თან­ხმო­ბა უნდა გა­ნე­ცხა­დე­ბი­ნა იმ ადა­მი­ანს, ვინც უჩივ­ლა, მაგ­რამ… ჯა­ბას­თვის დამ­ჭირ­და ცი­ხე­ში მა­მა­ოს შეყ­ვა­ნა, ახ­ლო­ბელ­მა მომ­ცა მო­ძღვრის ნო­მე­რი. წა­ვიყ­ვა­ნე და ცი­ხეს რომ ვუ­ახ­ლოვ­დე­ბო­დით, მკი­თხა, რა გვარ­თან მივ­დი­ვა­რო? ვუ­თხა­რი, რომ ბოჯ­გუ­ას­თან მივ­დი­ო­დით… რას ლა­პა­რა­კობთ, ჩემი სუ­ლი­ე­რი შვი­ლი ზის ცი­ხე­ში და იმ ოჯა­ხის­გან არის ჯაბა ცი­ხე­შიო. ვკი­თხე, ვიდ­რე ჯა­ბას და­ა­ჭე­რი­ნებ­და თქვენ­მა სუ­ლი­ერ­მა შვილ­მა, არ გკი­თხათ რჩე­ვა-მეთ­ქი? ხომ შე­გეძ­ლოთ, გეთ­ქვა, რომ არ ეჩივ­ლა და დაგ­ვლა­პა­რა­კე­ბო­დი-მეთ­ქი. – კი, რა­ღაც მი­თხრა, მაგ­რამ მე ვუ­თხა­რი, თქვენს საქ­მეს რო­გორც უხ­დე­ბა, ისე მო­ი­ქე­ცი­თო. სა­სა­მარ­თლო ვიდ­რე და­ი­წყე­ბო­და, ამ ქალს 30 ათა­სი ლარი გა­და­ვუ­ხა­დე, სხვა­ნა­ი­რად დარ­ბაზ­ში არ შე­დი­ო­და. რო­გორც კი ჯაბა და­ი­ჭი­რეს და ამათ ჩემ­გან თან­ხა აი­ღეს, 9 წლამ­დე ჩა­მო­უყ­ვა­ნეს იმ ქა­ლის ქმარს სას­ჯე­ლი.

– რამ­დე­ნი ხანი გა­ა­ტა­რა ცი­ხე­ში ჯა­ბამ, ვიდ­რე ცუ­დად გახ­დე­ბო­და?

– ოთხი თვე და შემ­დეგ მო­უხ­და ეს ამ­ბა­ვი. სულ მი­რე­კავ­და, ამ­ხა­ნა­გებ­საც ურე­კავ­და, ძა­ლი­ან უჭირ­და ჩა­კე­ტილ სივ­რცე­ში ყოფ­ნა. მაგ­რამ რომ ამ­ბო­ბენ, რომ ცი­ხე­ში სცე­მე­სო, ცოდ­ვას ვერ და­ვი­დებ. 12 წელი ისეთ ავად­მყოფ შვილს მო­ვუ­ა­რე, ვის რა და­ვაბ­რა­ლო. ჯაბა აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბას იყო მიჩ­ვე­უ­ლი და ვერ აი­ტა­ნა ჩა­კე­ტი­ლი სივ­რცე. ყო­ველ მე­ო­რე დღეს ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაჰ­ყავ­დათ. გი­რა­ო­თი ვერ უშ­ვებ­დნენ, რად­გან თაღ­ლი­თო­ბის მუხ­ლით იჯდა. სა­სა­მარ­თლოს დროს, გა­რი­გე­ბა­ზე წა­მო­ვი­და ის ქალი, მაგ­რამ 35 ათა­სი ლარი ვე­ღარ მო­ვაგ­რო­ვე, რომ ჩა­მე­რი­ცხა მის­თვის.

– რო­დე­საც გა­ი­გეთ, რომ ცუ­დად გახ­და, უკვე ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო?

– ჯა­ბას­თან რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში რომ შე­ვე­დი პირ­ვე­ლად, ის მა­მაო დამ­ხვდა, აინ­ტე­რე­სებ­და ჩვენ ხომ არ დავ­დგით ცუ­დად გახ­დო­მა, ჯაბა რომ ცი­ხი­დან გა­მოგ­ვეყ­ვა­ნა. მინ­დო­და, მერე მის­თვის მე­ჩივ­ლა… ცი­ხე­ზე რომ ცუ­დად გახ­და, დი­ლის ხუთ სა­ათ­ზე გა­და­უყ­ვა­ნი­ათ ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში, გზა­ში გული აუ­მუ­შა­ვეს, მაგ­რამ ტვი­ნი გა­ე­თი­შა. ცო­ცხალ-მკვდა­რი მი­იყ­ვა­ნეს ღუ­დუ­შა­ურ­ში და ასე იყო 12 წელი. მჯე­რა, გრძნობ­და, რომ ვუვ­ლი­დი. თა­ვი­დან იმე­დი მქონ­და, მაგ­რამ მერე დიდი ხანი რომ გა­ვი­და, მა­ინც ისე ვუვ­ლი­დი, რო­გორც პირ­ველ დღეს.

– სა­ზღვარ­გა­რეთ წაყ­ვა­ნა­ზე არ გი­ფიქ­რი­ათ?

– რა თქმა უნდა, ყვე­ლას შე­ვა­წუ­ხებ­დი, მაგ­რამ მი­თხრეს, აზრი არ აქვს, შე­იძ­ლე­ბა გზა­ში და­გე­ღუ­პო­სო. უჟანგბა­დო­ბით გა­გუ­დუ­ლი იყო ტვი­ნი. სახ­ლში რომ მყავ­და ეს 12 წელი, სა­უ­კე­თე­სო წამ­ლებს ვაძ­ლევ­დი, მაგ­რამ არა­ფერ­მა უშ­ვე­ლა. ჩვე­ნი ხალ­ხი და­მეხ­მა­რა ძა­ლი­ან, ემიგ­რან­ტე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა. ჯაბა ისე­თი ავად­მყო­ფი იყო, მას იმ­დე­ნი რამ სჭირ­დე­ბო­და, რაც არ უნდა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მქო­ნო­და, მარ­ტო ვერ ავუ­ვი­დო­დი.

– და­ღუპ­ვამ­დე რა შე­იც­ვა­ლა, ჯაბა ხომ მუდ­მი­ვად ცუ­დად იყო და რამე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ა­ტყვეთ?

– ეს 12 წელი ხან­და­ხან აუ­წევ­და სი­ცხე და სა­ღა­მოს უკვე გა­უვ­ლი­და ხოლ­მე. ბოლო ერთი კვი­რა ისე ცუ­დად გა­მიხ­და, 40-41 ჰქონ­და სი­ცხე, რა არ გა­უ­კე­თეს ექი­მებ­მა, დაჯ­დო­მის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მქონ­და, აპა­რა­ტით ვე­დე­ქი თავ­ზე. დამ­ხმა­რე არა­ვინ მყავ­და და ცოტა ხანი ჩა­მოვ­ჯე­ქი… 15 წუთი ჩა­მე­ძი­ნა. თვა­ლი რომ გა­ვა­ხი­ლე, ჯაბა უკვე აღარ იყო. ბო­ლოს უკვე ძა­ლი­ან გახ­და, ძვა­ლი და ტყა­ვი იყო, ნემსსაც ვე­ღარ ვუ­კე­თებ­დი.

– არა­ვინ კი­თხუ­ლობ­და ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან, არ გეხ­მა­რე­ბოდ­ნენ?

– არა, სამი თვე ღუ­დუ­შა­ურ­ში რომ იწვა, მო­დი­ოდ­ნენ, მაგ­რამ შემ­დეგ უმოქ­მე­დო რომ გახ­და ჯაბა, და­ი­კარ­გნენ… მაგ­რამ იყ­ვნენ ერ­თე­უ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან და­მეხ­მარ­ნენ, ვიდ­რე სული მიდ­გას, მათ­თვის ვი­ლო­ცებ, ესე­ნი იყ­ვნენ: თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე, და­თუ­ნა სირ­ბი­ლა­ძე, რო­მელ­მაც 1000 ლარი გა­მო­მიგ­ზავ­ნა, არა­და, ჯაბა და ის ახლო ნაც­ნო­ბე­ბიც არ ყო­ფი­ლან, ნატო გე­ლაშ­ვი­ლი, ნუკ­რი კა­პა­ნა­ძე და მისი ძმა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სა­ზღვარ­გა­რეთ არის, მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი გა­ა­კე­თა, ასე­ვე დათო არჩვა­ძეც და­მეხ­მა­რა. მაგ­რამ ვის­თა­ნაც ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, ისი­ნი არ გა­მო­ჩე­ნი­ლან. მეტ­საც გე­ტყვით, ჯა­ბას და ჰყავ­და, მა­მით ერ­თნი იყ­ვნენ, ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, ჩემ­მა შვილ­მა მო­ძებ­ნა და მის ოჯახ­შიც სულ და­დი­ო­და. ეს გო­გო­ნაც და­დი­ო­და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ისე მი­ხა­რო­და. მაგ­რამ რო­გორც სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მოვ­წე­რეთ, მას შემ­დეგ თვა­ლით არ მი­ნა­ხავს, არც და­საფ­ლა­ვე­ბის დღეს მო­სუ­ლა, რა მოხ­და არ ვიცი. უმოქ­მე­დო ადა­მი­ა­ნი აღა­რა­ვის სჭირ­დე­ბო­და…

ვრცლად