“ხშირად ღმერთს ვთხოვ, ყოველთვის მომცეს ძალა და სწორი მიმართულება ცხოვრებაში” – ლიკა კვარაცხელიას 44 წლის იუბილე, სამი შვილი, 2 შვილიშვილი და განვლილი გზა – Marao
“44 is all about love – ის სითბო და სიყვარული, რომელსაც ვგრძნობ ჩემ მიმართ, ყველაზე დიდი მოტივაციაა, ვიყო უკეთესი. ერთდროულად მახარებს, მაბედნიერებს და, ამავე დროს, უდიდესი პასუხისმგებლობაც არის ჩემთვის. ხშირად ღმერთს ვთხოვ, ყოველთვის მომცეს ძალა და სწორი მიმართულება ცხოვრებაში, რომ შევძლო გავცე მეტი სიკეთე და უკანაც იგივე დამიბრუნდეს. რადგან, როგორც არ უნდა შევხედო და ვატრიალო ჩემი შეხედულებები და ფასეულობები, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მაინც ადამიანური ურთიერთობებია. მადლობა ყველას”, – წერს მოდელი და ტელეწამყვანი ლიკა კვარაცხელია საკუთარ გვერდზე და მეგობრებს მადლობას უხდის დაბადების დღის კეთილი სურვილებისთვის.
ლიკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში მეუღლის გაცნობის ისტორიას იხსენებს და წერს, რომ მომავალმა ქმარმა მის შესახებ ყველაფერი გაზეთის ფურცლებიდან გაიგო. მოდელსა და ცნობილ ფეხბურთელ მურთაზ შელიას 25 წელია ბედნიერი ოჯახი აქვთ. წყვილს სამი შვილი ჰყავს – ანა, ელენე და დათუნა. ანა შელია უკვე ორი შვილის დედაა, მისი მეუღლე, მორაგბე ლაშა ლომიძეა. თავის დროზე Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ლიკა იხსენებდა, რომ 18 წლის უკვე ორი შვილის დედა იყო…
“როგორ გავიცანი ჩემი მეუღლე? – მკითხეს ერთ-ერთ ინტერვიუში. აქ მოვყვები. იყო ასეთი მაღაზია “ჩირაღდანი“, სადაც ოპტიკური სათვალეები იყიდებოდა. ერთ დღეს დედასთან ერთად შევისეირნე სათვალის შესაძენად, ამ დროს, იქვე 27 წლის სპორტსმენიც დასეირნობდა, რომელმაც შემამჩნია და შორიდან მოვეწონე. თბილისში იშვიათად იყო, სანაკრებო პერიოდში ჩამოდიოდა ხოლმე. გაზეთების კითხვა უყვარდა, ახლაც უყვარს. მოკლედ, მეორე დილას გაზეთი “მერიდიანი“ რომ შეიძინა, გადაშალა, ჩემი დიდი ინტერვიუ შეხვდა (1995 წელი იყო ალბათ) სადაც დეტალურად ეწერა ვინ ვარ, რამდენი წლის ვარ, მგონი მისამართიც კი ეწერა. ცხადია, ძალიან მარტივად მიპოვა და გამეცნო.1997 წელს კი დავქორწინდით”.
ლიკა კვარაცხელიას, სამი შვილი: დათუნა, ელენე და ანა შელიები ჰყავს. ანა უკვე დაოჯახებულია მორაგბე ლაშა ლომიძეზე და მათ ორი შვილი შეეძინათ. 44 წლის ასაკში კი მშვენიერი მოდელი უკვე ბებიაა. მისთვის ეს ამპლუა განსაკუთრებულია და შვილიშვილებთან ერთად დიდ დროს ატარებს.
ოჯახისა და პროფესიული საქმიანობის მიღმა, ლიკა კვარაცხელია დიდ დროს უთმობს თავის მოვლას და ჯანსაღი ცხოვრების წესს – ცდილობს, იკვებოს ჯანსაღად, ხშირად სტუმრობს სპორტულ დარბაზსაც და ვარჯიშობს, საკუთარ გამოცილებასა და რჩევებს კი სხვა ქალებსაც უზიარებს.




