ხუხაშვილი ძალოვანებზე – „სპეცსამსახურის მეთოდია ეს, რომ ქურდი ყველაზე ხმამაღლა ყვირის, იპარავენო“

ხუხაშვილი ძალოვანებზე – „სპეცსამსახურის მეთოდია ეს, რომ ქურდი ყველაზე ხმამაღლა ყვირის, იპარავენო“
ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, .
– „კონსერვატიული მოძრაობა“ „პატრიოტთა ალიანსის“ სახელით და ერთიანი სიით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ს ნებართვის გარეშე არ მოხდებოდა. სჭირდება ივანიშვილს კიდევ ერთი პრორუსული ძალა პარლამენტში?
– ამას საერთო კონიუქტურისთვის დიდი მნიშვნელობა არ ექნება. შიგნით რა ნადირობა აქვთ რუსეთთან მეგობრობაზე, რა კონკურენციაა ხელისუფლების შიგნით, ეს ნაკლებად საინტერესოა. ესენი ყველა, ვინც საკუთარ თავს კონსერვატორებს უწოდებს და სინამდვილეში არ არიან კონსერვატორები, რადგან კონსერვატიზმი სხვა რამ არის, ამომრჩევლის ერთი და იმავე სეგმენტზე მუშაობენ. საერთო სურათს ამის გამო ვერ შესცვლიან. ფრიდონ ინჯიას პარტია იქნება პარლამენტში თუ „კონსერვატორები“, ამით არაფერი შეიცვლება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ შემოდგმომით საქართველოში ტარდება რეფერენდუმი, წყალგამყოფი უკვე არსებობს. ჩვენ პარტიებს კი არ ვირჩევთ, ჩვენ იმას ვირჩევთ, საით მივდივართ, სად მიდის ქვეყანა, დასავლეთისკენ თუ სკენ. ეს არის რეალური არჩევანი და ამ არჩევანს ამომრჩეველი აკეთებს არა პარტიული ნიშნით, არამედ იმ ნიშნით, თუ სად უნდა იხილოს თავისი სამშობლო. იმ პრორუსულ ფრთაზე, ორი პარტია იქნება, სამი თუ ოთხი, მნიშვნელობა არ აქვს და არაფერს შეცვლის, საერთო სურათს ვერ შეცვლის და დაუჭამიათ ერთმანეთი.
– ბატონო გია, ძალადობა არ წყდება ხელისუფლების დაფინანსებული და წახალისებული „ზონდერების“ მიერ. სიმართლე გითხრათ, ეს უწყვეტი ძალადობა, ეს განუკითხაობა, ამ ხალხის დაუსჯელობა ძალიან მაშინებს, რადგან საპირისპირო მხრიდანაც შეიძლება დაიწყოს ძალადობა და ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებით.
– ხელისუფლებას სხვა არგუმენტი არ აქვს საზოგადოებასთან სასაუბროდ, უხეშ ძალაზე დგას. ცდილობს, ფიზიკური ძალით დაჩაგროს საზოგადოება და უკან, სამზარეულოებში დააბრუნოს. რამდენად ცინიკურია, რომ თვითონ გამოდიან და და უსინდისოდ აცხადებენ, ოპოზიცია გვაბულინგებს და გვატერორებსო. ძალადობა წარმოშობს ძალადობასო, მ „განგვანათლა“ და სად ნახა მათი მოწინააღმდეგეების მხრიდან ძალადობა, ერთი ფაქტი გვითხრას. ადამიანი თუ ვერბალურად თავის პროტესტს გამოთქვამს იმის გამო, რომ რუსულ საქმეს აკეთებს ხელისუფლება, ეს არის ძალადობა? წარმოუდგენელი უტიფრობაა ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა მხრიდან, ვინც საზოგადოების აქტიურ წევრებს ძალადობაში ადანაშაულებს. თვითონ ძალადობენ და მერე ყვირიან, გვიშველეთ, ჩვენზე ძალადობენო. სპეცსამსახურის მეთოდია ეს, რომ ქურდი ყველაზე ხმამაღლა ყვირის, იპარავენო.