ხუხაშვილი: კობახიძე ისრაელელ მაღალჩინოსნებს სთხოვს, რომ ნეთანიაჰუმ სალივანს შეახვედროს

ექსპერტის, ს ინფორმაციით, პრემიერმინისტრი ირაკლი ს მაღალჩინოსნებს სთხოვს, რომ მ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან შეხვედრის მოსაწყობად უშუამდგომლოს.
“საერთოდ, ჩემი სტილი არ არის სკანდალური ინფორმაციის “გახეთქვა”, მაგრამ ამჯერად საქმე გვაქვს მორალური ფსკერის მორიგ ჩანგრევასთან, ზღვარგადასულ თავხედობასა და უტიფრობასთან: საქმე იმაში გახლავთ, რომ ბატონი კობახიძე სთხოვს ისრაელის მაღალჩინოსნებს, რომ ამ ქვეყნის პრემიერმინისტრმა უშუამდგომლოს სალივანთან შეხვედრის მოსაწყობად. ამას აკეთებს კაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ ირანში გახლდათ “სატირალში” ჩასული და ისრაელის განადგურებით ფანატიკურად შეპყრობილი ტერორისტების გვერდზე იყო გამოჯგიმული. ყველაფერი მინახავს, მაგრამ თავხედობის და სიბრიყვის ასეთი ჯოჯოხეთური ნაზავი არ მინახავს”, – წერს ხუხაშვილი.
30 ივლისს, პრემიერმინისტრი ირანის ახალი პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ინაუგურაციიდან ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ კობახიძე ღონისძიებას ჰამასის ლიდერთან ისმაილ ჰანიასთან ერთად დაესწრო. 31 ივლისს, თეირანში ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია მოკლეს.