ხუნდაძე: ხალხის მოგროვებას უჯობთ კითხვები და პასუხები მოაგროვონ

„მცდარი პოზიცია აქვთ შერჩეული, მაგრამ მათი მესმის – რადგან არ აქვთ პასუხები, ამიტომ ხალხის ქუჩაში მოგროვება უნდათ, მაგრამ ამას ვერ შეძლებენ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა შესახებ, რომელთა ნაწილი „დედაენის ბაღში“ შეიკრიბა და კანონპროექტი კიდევ ერთხელ გააპროტესტა.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ოპონენტებმა ჯობს კითხვები და პასუხები მოაგროვონ კანონპროექტთან დაკავშირებით.
„ხალხის მოგროვებას, უჯობთ, პასუხები მოაგროვონ. შეუძლიათ – ლეგიტიმური კითხვებიც. მზად ვართ, რომ ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. ასევე, მათგან მოვითხოვთ პასუხს იმ კითხვაზე, რაც დავსვით და რაც საზოგადოებას აინტერესებს – თუ რა არის ასეთი დასამალი. რეალურად, მათ დასამალი აქვთ შავი ფული, რითაც საზოგადოების აზრის თავად საზოგადოების საწინააღმდეგოდ ფორმირება სურთ.“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში