ხუნდაძე: ქართული პოლიტიკა უნდა გავწმინდოთ დესტრუქციული, მაღალი რისკის შემცვლელი …

ქართული პოლიტიკა უნდა გავწმინდოთ დესტრუქციული, მაღალი რისკის შემცვლელი საქმიანობისაგან და გავხადოთ პოლიტიკური ველი უფრო მეტად სუფთა, საქმიანი და კონკურენტული
ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტი იქნება მეტი სიმართლე, მეტი გამბედაობა და საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მ.
მისივე თქმით, სიმართლე, გამბედაობა და საზოგადოების ინფორმირებულობა ის პოლიტიკური ინსტრუმენტებია, რომელმაც ყველაზე მეტად გაამართლა.
„პრეზიდენტმა, რომელიც ს პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით ამბობდა “არა და არასოდეს”, დღეს უკვე შეარბილა დამოკიდებულება. ეჭვი არავის ეპარება, რომ პრეზიდენტი საკუთარ გადაწყვეტილებებში არ არის დამოუკიდებელი.
მას უკვე მიაწოდეს სათქმელი და ამიტომაც უკვე გააკეთა დაშვება სააკაშვილის გათავისუფლებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სააკაშვილი საპყრობილეში საფრთხის შემცველია, სწორედ მათი პატრონებისთვის.
ამიტომაც ვფიქრობ, რომ პროცესები რთულად არის, რისკები იმაზე მაღალია, ვიდრე ეს ვინმეს ჰგონია. ამიტომ სიფრთხილე კიდევ უფრო მეტად არის გასააქტიურებელი. სწორედ ამიტომ მივიღეთ ჩვენ პარტიის ჩამოყალიბების გადაწყვეტილება – გვინდა გვქონდეს მეტი ბერკეტი პოლიტიკაში. პოლიტიკურ პარტიას რა თქმა უნდა, უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს და სწორედ ამ შესაძლებლობისთვის დავაფუძნეთ დღეს პარტია.
რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტი იქნება მეტი სიმართლე, მეტი გამბედაობა და საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა. ამ ინსტრუმენტებმა გაამართლა ისე, როგორც სხვა არაფერს გაუმართლებია.
ქვეყანაზე შემოტევის პროცესი იმდენად მასშტაბური იყო და იმდენად დიდი იყო ამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალების მობილიზება ქვეყნის საწინააღმდეგოდ, რომ საზოგადოების ჩართულობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ეს რისკები თავიდან აგვეცილებინვენი საქმიანობა და შესაბამისად, გარკვეული პროცესები იმდენად უნდა გავააქტიუროთ, რომ ქართული პოლიტიკა უნდა გავწმინდოთ დესტრუქციული, მაღალი რისკის შემცველი საქმიანობისაგან და გავხადოთ პოლიტიკური ველი უფრო მეტად სუფთა, საქმიანი და კონკურენტული, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარგად განათლებულია და გესმით რა ხდება. ეს ქაოსი ამერიკის დამსახურებაა. ჩემი აზრით ეს ქაოსი საქართველოში ამერიკის ბრალია, თავი რომ გაგანებოთ ყველაფერი მოგვარდებოდა

ლოურენს უილკერსონი: მე ლონდონს ვაშინგტონის ფინიას ვეძახი, ეს სწორი შეფასება მგონია. ბრიტანეთი სულ მომწონდა, მაგრამ ბოლო დროს მათი შემხედველი დავფიქრდი – საერთოდ უნდა გამიხარდეს თუ არა ბრიტანეთზე საუბარი, ისინი ჩვენ ფინიად იქცნენ

კოალიცია, რომელიც ახლა იკრიბება და მე მას BRICS+-ს ვეძახი, აერთიანებს 60 ტრილიონის მოცულობის მშპ-ს. ეს კოალიცია დაგვამარცხებს, ეს მხოლოდ დროის ამბავია, ჩვენ დამარცხება გვიწერია და ამას ვერც კი ვხედავთ – პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი