ხუნდაძე: დასავლეთი ჩიხშია…

დასავლეთი ჩიხშია, უკრაინის ომი ნამდვილ კოშმარად ექცათ – ორი წლის წინ მსოფლიოს ნომერ პირველი ტოპ თემა, რომელზედაც ლამის საქართველოც წამოაგეს, დღეს მისაჩქმალი ხდება
„ორი წელი გავიდა უკრაინის ომიდან და იმის ნაცვლად, რომ გვესმოდეს უკრაინის გამარჯვების და ს სასტიკი დამარცხების შედეგების შესახებ, გვესმის მხოლოდ საუბარი ომის შეჩერების სხვადასხვა ვარიანტზე“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი წერს.
დიმიტრი ხუნდაძე რუსეთ-უკრაინის ომისა და ამასთან დაკავშირებით დასავლეთის პოზიციის შესახებ მიმოხილვას ავრცელებს.
„გვესმის განცხადება, რომ ნატო არ არის კონფლიქტის მხარე და ვერ ჩაერთვება ამ ომში; გვესმის ამერიკის კონგრესის პოზიციები, სადაც რესპუბლიკელებმა დაბლოკეს უკრაინის დახმარება იმის გამო, რომ უკრაინის მთავრობაში კორუფცია ყვავის და საკუთარი ხალხის ფულს უფრთხილდებიან და ა.შ.
ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციისთვის დაიწყო, დღემდე ოკუპაციით გრძელდება. ეს კონფლიქტი თავიდანვე არ იყო მხოლოდ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი, მაგრამ დღეს კიდევ უფრო დიდი მასშტაბები მიიღო და სწორედ ამიტომ, მისი დამთავრება შეუძლებელი ხდება, მითუმეტეს, უკრაინის გამარჯვებით. თუ გავითვალისწინებთ იმ სანქციებს, რომელმაც რუსეთთან ერთად თავად დასავლეთიც საგრძნობლად დააზიანა, ადვილი მისახვედრია, რომ ამან ეფექტურად არ იმუშავა. და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დასავლეთიდან „შავი ხვრელის“ საშუალებით რუსეთთან ვაჭრობა რამდენჯერმე გაიზარდა, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ უდანაშაულო უკრაინელი ხალხის სისხლით ვიღაც ხელს ითბობს. ვინ გაბედავს რუსეთთან ღია სამხედრო კონფლიქტში ჩართვას? – ეს არის ერთადერთი კითხვა, რომელიც ისმის უკრაინის ომზე.
ფაქტია, დასავლეთი ჩიხშია, უკრაინის ომი ნამდვილ კოშმარად ექცათ. წლევანდელი წელი საარჩევნო წელია და ამ ომის დასრულების კონკრეტული გეგმა უნდა შესთავაზონ მთელმა რიგმა პოლიტიკურმა ელიტებმა საკუთარ ამომრჩეველს, სხვა შემთხვევაში მათი მარცხი გარდაუვალი იქნება. ორი წლის წინ მსოფლიოს ნომერ პირველი ტოპ თემა, რომელზედაც ლამის საქართველოც წამოაგეს, დღეს მისაჩქმალი ხდება, რადგან გამოსავალს ვერ პოულობენ. ამ ლოდინში კი იღუპება ხალხი, რომელიც გულწრფელად იბრძვის საკუთარი სამშობლოსთვის“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარგად განათლებულია და გესმით რა ხდება. ეს ქაოსი ამერიკის დამსახურებაა. ჩემი აზრით ეს ქაოსი საქართველოში ამერიკის ბრალია, თავი რომ გაგანებოთ ყველაფერი მოგვარდებოდა

ლოურენს უილკერსონი: მე ლონდონს ვაშინგტონის ფინიას ვეძახი, ეს სწორი შეფასება მგონია. ბრიტანეთი სულ მომწონდა, მაგრამ ბოლო დროს მათი შემხედველი დავფიქრდი – საერთოდ უნდა გამიხარდეს თუ არა ბრიტანეთზე საუბარი, ისინი ჩვენ ფინიად იქცნენ

კოალიცია, რომელიც ახლა იკრიბება და მე მას BRICS+-ს ვეძახი, აერთიანებს 60 ტრილიონის მოცულობის მშპ-ს. ეს კოალიცია დაგვამარცხებს, ეს მხოლოდ დროის ამბავია, ჩვენ დამარცხება გვიწერია და ამას ვერც კი ვხედავთ – პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი