ამ მეგორბულ და პარტნიორულ ურთიერთობას, შესაძლოა, დაერქვას მეგობრობა ძალადობით. ეს, რა თქმა უნდა, მინიმუმ, მიუღებელია.
რა თქმა უნდა, დასავლეთი საქართველოს მეგობარია, მაგრამ როდესაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არავითარი არგუმენტი არ ყოფილა, მას სწორედ დასავ ლეთიდან გარკვეულმა ძალებმა დაარქვეს რუსული, გავიდა ერთი წელი და მათაც, არც გარეთ არც შიგნით, არანაირი არგუმენტი არ აქვთ და უარგუმენტოდ აყენებენ პირობას, რომ თუკი საზოგადოებას ეცოდინება სიმართლე, მაშინ დასავლეთში არ მიგვიღებენ, თუ არ ეცოდინება ეს სიმართლე, მხოლოდ ეს იქნება წინაპირობა დასავლეთში მიღების, სწორედ ამას ჰქვია მეგობრობა ძალადობრივი გზით და ეს მიუღებელია.
თქვა პარტია ხალხის ძალის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ რუსულ კანონთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობაზე” ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი ხელახლა დააინიცირა.