ხულოში ნაპრალები გაჩნდა ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე, კერძოდ, დაბა ხულოდან გზის დაახლოებით მეხუთე კილომეტრზე, ნაპრალები გაჩნდა.

ეს გზა ორი წლის წინ შეაკეთეს. ადგილობრივების დაკვირვებით, ნაპრალები გზაზე საკმაოდ ღრმაა და შესაძლოა ის მეწყრის საფრთხეებზე მიანიშნებდეს, იმის გათვალისწინებით, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთთან ახლოს მეწყერი 2023 წელს ჩამოწვა.

„ბათუმელები“ შეეცადა ხულოს მერიის პრესსამსახურიდან ინფორმაციის მიღებას – ხომ არ მიუმართავს მუნიციპალიტეტს შესაბამისი სამსახურებისთვის და ხომ არ მიმდინარეობს გზის ამ მონაკვეთის შესწავლა გეოლოგების მიერ, თუმცა ხულოს მერიის პრესსამსახურში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

ვრლად

ასევე დაგაინტერესებთ

გივი თარგამაძე – მთელი ეს პერიოდი რიჟვაძის მამა არაოფიციალურად ჰყავდათ დაპატიმრებული – წნეხი იყო იმდენად დაუნდობელი, რომ ჩემი შემოსახლების მომენტისთვის, რიჟვაძის ახლო ნათესავების და ბიძაშვილ-მამიდაშვილების ორი წრე უკვე გაქცეული იყო ქვეყნიდან