ხულოში მეწყრული პროცესები გააქტიურდა – სტიქიური კერებიდან 35 ოჯახია გაყვანილი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, ხულოში რამდენიმე სტიქიური კერაა გააქტიურებული.
„სოფელ ყინჩაურში დარიკო ცეცხლაძისა და ლევან შაინიძის საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ მეწყერი განვითარდა
მეწყრული პროცესები ღამის 2 საათიდან დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
უბედური შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეწყრული კერის არეალში მცხოვრები ოჯახების გაყვანა დროულად მოხერხდა უსაფრთხო ადგილას. მეწყერმა დააზიანა სოფელ ყინჩაურში არსებული სამანქანო ხიდი და მიმდებარე ტერიტორია.
ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. მოძრაობის აღდგენის მიზნით, მალე დაიწყება საჭირო ღონისძიებები.
მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, პირველი მოადგილე ნადიმ ვასაძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის, პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
ამ დროისათვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა სტიქიური კერებიდან 35 ოჯახია გაყვანილი უსაფრთხო ადგილას.“- ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ