ხულოში, ავტოსაზგაო შემთხვევის შედეგად, შუახნის ქალი გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი მძიმედ დაშავდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მთა ზორტიყელთან ავტოსაზგაო შემთხვევის შედეგად შუა ხნის ქალი დაიღუპა, ხოლო ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი კლინიკაში არის გადაყვანილი. მათი თქმით, სატვირთო ავტომობილით ცოლ-ქმარი გადაადგილდებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაყირავდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.