ხულოში ავტომობილი ხევში გადავარდა – დაიღუპა მოზარდი

ხულოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა.
შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აწარმოებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ