ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამასთან, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აცხადებენ, ხულოში, შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
,,გვიან ღამემდე მიმდინარეობდა გზის გაწმენდის სამუშაოები ხულოს მუნიციპალიტეტში.
გზების გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულებულია ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი, აქტიურად მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები.
სამუშაო პროცესში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტის სპეციალური ტექნიკა.
ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება, თუმცა “ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად და უახლოეს პერიოდში მოხდება ელექტროენერგიის აღდგენა”,- აცხადებენ აჭარის მთავრობაში.




