არგენტინულ და იტალიურ პრესაში გავრცელებული დაუსაბუთებელი ცნობებით, “ატლეტიკოს” 24 წლის შემტევ ხულიან ალვარესს რომანი 31 წლის ლიბანელ ყოფილ პორნო ვარსკვლავ მია ხალიფასთან აქვს.
აღნიშნულის შესახებ განმარტების გაკეთება თავად გოგონას მოუწია, რომელმაც ჭორები უარყო და X-ში გამოქვეყნებულ პოსტში ყველაფერი განმარტა.
“არავის ვხვდები და ასეც რომ იყოს, არავინ იქნებოდა ისეთი, ვისაც არ ახსოვს სად იყვნენ 9/11-ის დროს”, – წერს ხალიფა.
ხალიფამ 2001 წლის 11 სექტემბერ ნიუ-იორკში მომხდარი დიდი ტრაგედია იგულისხმა, როდესაც “ალ-ქაიდას” ტერორისტული აქტის შედეგად 2996 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ დღეს 19 ისლამისტმა
ტერორისტმა გაიტაცა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი. გამტაცებლებლმა გამიზნულად დააჯახეს ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობებში იმ მომენტში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი.
ამ პერიოდისთვის ალვარესი 1 წლის იქნებოდა, ხალიფა კი – 8-ის.