ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით – “ატლეტიკომ” მადრიდულ დერბიში “რეალი” გაანადგურა

ლა ლიგის მე-7 ტურის ცენტრალურ მატჩში “მადრიდული დერბი” გაიმართა, სადაც “ატლეტიკომ” შინ “რეალი” 5:2 დაამარცხა.
შეხვედრა სანახაობრივი გამოდგა და მატჩის პირველი წუთიდან ინიციატივას სიმეონეს გუნდი ფლობდა. მე-14 წუთზე ლე ნორმანმა ანგარიში გახსნა, 25-ე წუთზე საოცარ ფორმაში მყოფმა კილიან მბაპემ სხვაობა აღადგინა, 36-ე წუთზე კი არდა გიულერმა “რეალი” წინ გაიყვანა.
45+3 წუთზე სორლოტმა ანგარიში გაათანაბრა, მეორე ტაიმში კი ხულიან ალვარესის დრო დადგა. წინა ტურში შესრულებული ჰეთ-თრიქის შემდეგ, არგენტინელმა შემტევმა ჯერ 50-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა, შემდეგ კი 64-ე წუთზე ტიბო კურტუას კარი ულამაზესი საჯარიმო დარტყმით აიღო. თავისი გოლის გატანა ცვლილებაზე შემოსულმა ანტუან გრიზმანმაც მოახერხა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამრიგად, “ატლეტიკო” სატურნირო ცხრილში 9 ქულით მე-8 ადგილს იკავებს, დიეგო სიმეონეს გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 30 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგაზე ფრანკფურტის “აინტრახტის” წინააღმდეგ გამართავს.
რაც შეეხება “რეალს”, ეს ჩაბი ალონსოს გუნდისთვის მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იყო. “სამეფო კლუბი” 30 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგაზე “კაირატს” დაუპირისპირდება.
· aburjga კაირატი შეჭამს რეალს! )))
ვალვერდემ ლუნინს “რეალის” დატოვება ურჩია
[VIDEO] ალვარესის ჰეთრიკით “ატლეტიკომ” მძიმე მატჩი მოიგო
[VIDEO] ლივერპულმა” კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გაიმარჯვა – “ბაიერნმა” და “ინტერმაც” მოგებებით დაიწყეს
ცნობილია ვინ შეცვლის სიმეონეს, როცა “ატლეტიკოს” აღარ გაწვრთნის
“მანჩესტერი” ალვარესის შეძენას შეეცდება
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
“კარგი, ოღონდ მამაშენმა აღარ დამირეკოს!” – ალვარესისა და უმცროსი სიმეონეს სახალისო ამბავი
ვალვერდემ ლუნინს “რეალის” დატოვება ურჩია
95-მილიონიანი გარიგება – ხულიან ალვარესი კარიერას “სიტიდან” “ატლეტიკოში” გააგრძელებს
[VIDEO] კრიტიკოსები დაადუმა – ვინისიუსმა “ლევანტეს” “ტრიველა” გაუტანა
“ფეხბურთი ძალიან მაგრად ესმის” – ალონსომ მბაპე შეაქო
მიქაუტაძის დებიუტი ლა ლიგაში და “ვილიარეალის” მარცხი “ატლეტიკოსთან”
დიდი თავგადასავალი იწყება – მიქაუტაძე “ატლეტიკოსთან” სასტარტოშია
“წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი” – ჩაბი ალონსო “ლევანტესთან” მატჩის შემდეგ
ოფიციალურად – ალვარესი “ატლეტიკოს” ფეხბურთელი გახდა
ხულიან ალვარესს მია ხალიფასთან რომანი აქვს? – ყოფილმა პორნო ვარსკვლავმა გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა
კვარაცხელიასა და მიქაუტაძის მატჩის დღე! – შეხვედრები, რომელიც დღეს და ხვალ დიდ ინტერესს იმსახურებს
რასპადორი “ატლეტიკოს” ფეხბურთელია