ხუთმა უმდიდრესმა ადამიანმა ერთ დღეში თითქმის $50 მილიარდი დაკარგა – Forbes

მსოფლიოს ხუთმა უმდიდრესმა ადამიანმა ერთ დღეში ჯამში დაახლოებით 46 მილიარდი დოლარი დაკარგა. ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ამის მიზეზი კი ბაზრის ფართომასშტაბიანი ვარდნა გახდა, რომელსაც -სექტორის კომპანიების აქციების გაყიდვებმა შეუწყო. ვარდნაზე ასევე იმოქმედა Disney-ის შერეულმა კვარტალურმა შედეგებმა და ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნის“ დასრულებამ.
აღსანიშნავია, რომ Nasdaq-ის ინდექსი 2.5%-ით დაეცა; Dow Jones Industrial Average-ი – 1.35%-ით, ხოლო S&P 500 – 1.6%-ით.
ამ პროცესების შედეგად, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის ქონება 17.1 მილიარდი დოლარით შემცირდა, Oracle-ის დამფუძნებელ ლარი ელისონის კი – 12.5 მილიარდით.
მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს სხვა მილიარდერებსაც. Forbes-ის რეალურ დროში განახლებადი სიის მიხედვით, რეიტინგში შემავალმა პირველმა ცხრა ადამიანმა ერთად 58.6 მილიარდი დოლარი დაკარგა.
გარდა ამისა, გუშინ Disney-ის აქციების ფასი თითქმის 8%-ით დაეცა. 6%-ზე მეტით გაუფასრუდა Shopify-ის, Tesla-სა და Palantir Technologies-ის აქციებიც.