ხუთი ქვეყნის ლიდერები – უკრაინას სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს მივაწვდით

ხუთი ქვეყნის – -ის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდებისა და რუმინეთის – ლიდერები პირობას დებენ, რომ ს საჰაერო თავდაცვის დამატებით საშუალებებს მიაწვდიან.
„დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ უკრაინას ერთობლივად მივაწვდით სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს, მათ შორის, აშშ-ის, გერმანიისა და რუმინეთის მიერ შემოწირულ Patriot-ის დამატებით ბატარეებს; Patriot-ის კომპონენტებს, რომელიც შემოწირულია ნიდერლანდების და სხვა პარტნიორების მიერ, რათა უზრუნველყონ Patriot-ის დამატებითი ბატარეის ფუნქციონირება და იტალიის მიერ შემოწირულ დამატებითი SAMP-T სისტემას. ეს ხუთი სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემა ხელს შეუწყობს უკრაინის ქალაქების, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჯარისკაცების დაცვას და ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ უკრაინის მთავრობასთან, რათა ეს სისტემები სწრაფად იქნას გამოყენებული“, – აღნიშნულია აშშ-ს პრეზიდენტ ს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ დიკ შუფის, გერმანიის კანცლერ ს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისისა და უკრაინის პრეზიდენტ ს ერთობლივი განცხადებაში.
გარდა ამისა, შეერთებული შტატები და პარტნიორები აპირებენ, უახლოეს თვეებში უკრაინას მიაწოდონ ტაქტიკური საჰაერო თავდაცვის ათობით სისტემა, მათ შორის NASAMS-ის, HAWK-ის, IRIS-ის T-SLM-ის, IRIS-ის T-SLS-ისა და Gepard-ის სისტემები.
„ალიანსის რამდენიმე წევრი, მათ შორის კანადა, ნორვეგია, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო, გააგრძელებენ განუყოფელო როლის შესრულებას ამ სისტემების უზრუნველყოფაში და უკრაინის მრავალი სხვა მხარდამჭერი უზრუნველყოფს ჩამჭრელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ვაძლიერებთ რა უკრაინის საჰაერო თავდაცვას, მადლობელი ვართ 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიციის, რომელიც აგრძელებს უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების აღმოჩენას, ისევე როგორც „საჰაერო თავდაცვის ინიციატივაზე დაუყოვნებელი მოქმედების“ – რომლის ფარგლებშიც პარტნიორებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდასაჭერად 1 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის პირობა დადეს, ასევე ინტეგრირებულ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობების კოალიციის, რომელსაც ხელმძღვანელობენ გერმანია და საფრანგეთი. ჩვენ ასევე მივესალმებით ნატოს მუშაობას უკრაინის ძალისხმევის მხარდასაჭერად ნატო-სთან თავსებადი ინტეგრირებული საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის არქიტექტურის შემუშავებაში. ჩვენი გზავნილი მოსკოვისა და მსოფლიოსადმი ნათელია: ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ძლიერი და ურყევია“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.