ხუთი საკითხი, რომელზეც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დროს იდება ფსონი

იმიგრაციიდან აბორტამდე: ხუთი საკითხი, რომელზეც -ს საპრეზიდენტო ს დროს იდება ფსონი
უკრაინის მხარდაჭერა, ნავთობის ბურღვა, გადასახადები, იმიგრაცია, აბორტი – ეს არის 5 ძირითადი საკითხები, რომლებზეც აშშ-ში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს იდება ფსონი. ეს კამპანია კი უკვე ფინიშის სწორზეა გასული და დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს თეთრ სახლში შესვლისთვის გაჩაღებულ რბოლაში მხოლოდ ბოლო მონაკვეთის დაფარვა სჭირდებათ.
ტრამპი, რომელმაც 2017-2021 წლებში, მისი პრეზიდენტობის დროს, ბიზნესსა და მდიდრებზე გადასახადები შეამცირა, აშშ-ში იმპორტირებულ ყველა სახის საქონელზე 10 პროცენტზე მაღალი ტარიფის დაწესებას გეგმავს, რაც, მისი თქმით, ამერიკელებისთვის გადასახადების შემცირების საშუალებას მისცემს. რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა, რომელმაც სექტემბერში შვილებთან ერთად საკუთარი კრიპტოვალუტის პლატფორმა გახსნა, იმის პირობაც დადო, რომ შეერთებულ შტატებს „პლანეტის კრიპტოდედაქალაქად“ აქცევს. დემოკრატი ჰარისი კი საშუალო ფენას მიმართავს და მას „შესაძლებლობების ეკონომიკის“ შექმნას ჰპირდება, ხოლო უმდიდრეს ადამიანებს გადასახადების ზომიერ ზრდას სთავაზობს. 60 წლის პრეზიდენტობის კანდიდატი ასევე ხელს შეუწყობს ბავშვიანი ოჯახებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას, ამასთან ის მხარდაჭერას საცხოვრებელი ფართის პირველად შემძენებს და მცირე ბიზნესსაც აღუთქვამს.
ტრამპმა იმიგრაციასთან დაკავშირებით მკაცრი პოზიცია დაიკავა და თქვა, რომ თუ ხელახლა აირჩევენ, მილიონობით არალეგალური მიგრანტის მასობრივი დეპორტაციის ბრძანებას გასცემს. ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც 2016 წელს აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება დაიწყო, ემიგრანტები „ქვეყნის სისხლის მოწამვლაში“ დაადანაშაულა. თავის მხრივ, ჰარისმა პირობა დადო, რომ მიგრანტების საკითხში ისიც მკაცრ პოზიციას დაიკავებს და ქვეყანაში არალეგალურად შემოსული პირები მათ მიმართ „მკაცრი შედეგების დადგომის“ შესახებ გააფრთხილა. მან მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ს გეგმას საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ, განსაკუთრებით – საზღვარზე ფიზიკური ბარიერების შექმნაში ინვესტიციების ჩადების კუთხით.
ზოგიერთი ამერიკელი ამომრჩევლისთვის რეპროდუქციული უფლებები მნიშვნელოვანი საკითხია მას შემდეგ, რაც 2022 წელს უზენაესმა სასამართლომ აბორტის ფედერალური უფლება გააუქმა. ამან ზოგიერთ შტატში აბორტის სრული აკრძალვა გამოიწვია. ტრამპი ხშირად ტრაბახობდა თავისი როლით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაში, რომლებმაც 1973 წლის გადაწყვეტილება გააუქმეს. ის მიანიშნებს, რომ ხელახლა არჩევის შემთხვევაში, სამედიცინო აბორტებში გამოყენებულ პრეპარატებზე წვდომასაც შეზღუდავს. 78 წლის ტრამპმა, რომელიც გასულ წელს მწერალ ე. ჯინ კეროლის მიმართ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს, პირობა დადო, რომ ის „ქალებისთვისაც უდიდესი ადამიანი“ იქნება. კამილა ჰარისს კი სურს მიიღოს ფედერალური კანონი აბორტის ეროვნული უფლებების აღდგენის შესახებ. ამ საკითხს მის წინასაარჩევნო კამპანიაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია.
5 ნოემბერს, 10 შტატში ამომრჩევლები გადაწყვეტენ, მიიღონ თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც მათ შტატებში აბორტის ხელმისაწვდომობას განსაზღვრავს.
ახლო აღმოსავლეთსა და ში მძვინვარე ომების კონტექსტში, ტრამპმა პირობა დადო, რომ ორივე კონფლიქტს სწრაფად მოაგვარებს – თუმცა, იმის განმარტების გარეშე, როგორ მოახერხებს ამას. ის სთვის უზარმაზარი ამერიკული ფინანსების გამოყოფას გმობს. თავის მხრივ, ჰარისი, არჩევის შემთხვევაში, უკრაინას მტკიცე მხარდაჭერას დაჰპირდა. ტრამპიც და ჰარისიც გააგრძელებენ ს მხარდაჭერას, ამასთან, მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი პალესტინელების ტანჯვაზე უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს.
შეერთებული შტატები, ჩინეთის შემდეგ, მსოფლიოში მეორე ადგილზეა სათბურის გაზების ემისიით, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი პლატფორმა არცერთ კანდიდატს არ ჩამოუყალიბებია. ტრამპი, რომელიც კლიმატის ცვლილებას დიდი ხანია „თაღლითობას“ უწოდებს, განახლებადი ენერგიისა და ელექტრომობილებისთვის სუბსიდიების შემცირებას გეგმავს, რადგან, მისი თქმით, ამით ბიზნესს ადგება ზიანი. რესპუბლიკელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა პირობა დადო, რომ ნავთობის ჭაბურღილებს „ბურღავდა, ბურღავს და მომავალშიც გაბურღავს“ და შეერთებულ შტატებს პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან ისევ გამოიყვანს. ჰარისი კი მხარს უჭერს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ მიღებულ „ინფლაციის შემცირების შესახებ“ კანონს, რომელიც „მწვანე ენერგეტიკაში“ ინვესტიციების ჩადებას ითვალისწინებს.
წყარო: 1tv.ge