ხუთი ადამიანი დაშავდა უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად

შაბათ დილით ქალაქ ნიკოლაევზე ს არმიის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზარალებულთა 5 ადამიანამდე გაიზარდა. ნიკოლაევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ცნობით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
“ახლა სიტუაცია ასეთია: ბევრი კერძო სახლის ფანჯრები და სახურავები დაზიანდა. ჩაიმსხვრა ფანჯრების მინები. დაზიანებულია მანქანები. დაშავდა ხუთი ადამიანი. უფრო მეტ დეტალურ ინფორმაციას მას შემდეგ მოგაწვდით, რაც შევისწავლით რაკეტის მოხვედრის ადგილს“, – წერს ტელეგრამის არხში ქალაქ ნიკოლაევის მერი ალექსანდრ სენკევიჩი.
სარაკეტო იერიშამდე ქალაქში გამოცხადდა საავიაციო განგაში. იუწყებიან, რომ რამდენიმე რუსული რაკეტა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.
წლლის დასაწყისში რუსეთმა გააქტიურა საავიაცო და სარაკეტო იერიშები უკრაინის ფრონტისპირა ქალაქებზე. რუსეთის არმია იყენებს როგორც უპილოტო ავიაციას, ისე თვითმფრინავებს და ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარებს, რასაც ახლავს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.
21 თებერვლის მონაცემებით, გაერომ დაადასტურა, რომ რუსეთის თითქმის ორწლიანი სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად ში 10 582 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 19 875 დაშავდა.
მიუხედავად მტკიცებულებებისა მოსკოვი უარყოფს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ