ხუთამდე გაიზარდა უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა ზე ს დღევანდელი მასირებული სარაკეტო შეტევის შედეგად. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იჰორ კლიმენკოს ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა კიევში, ერთი – დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში და სამი – ქალაქ ხარკოვში. მანამდე ცნობილი იყო, რომ ხარკოვში სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლა ორი ადამიანის სიცოცხლე.
წინასწარი მონაცემებით, ხარკოვში დაშავდა 30-მდე ადამიანი, კიევში – 6 და პავლოგრადში – 1.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, კიევში დაზიანებულია ორი მრავალბინიანი სახლი, კერძო შენობა და ავტომობილები. ს ოლქის ბუჩის რაიონში დაზიანებულია ორი საცხოვრებელი კორპუსი და ერთი კერძო სახლი. ქალაქ ხარკოვში ნაწილობრივ დანგრეულია ორი მრავალბინიანი სახლი.
რუსეთის მორიგი სარაკეტო თავდასხმის გამო, უკრაინაში საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე დაიწყო სუმის ოლქიდან და მალევე გავრცელდა სხვა ოლქებსა და დედაქალაქ კიევზე. სარაკეტო შეტევის გამო ამოქმედებული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა. მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”