ხსოვნის აქციებზე რუსეთის ქალაქებში პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა

უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომაშსტაბიანი ომის მეორე წლისთავზე მოსკოვის მაცხოვრებლები ყვავილებით ამკობენ ლესია უკრაინკას ძეგლს, სოლოვეცკის ქვასა და ასევე აკადემიკოს სახაროვის გამზირის კვეთაზე აღმართულ „გლოვის კედელს“.
„მედიაზონის“ თანახმად, ლესია უკრაინკის ძეგლთან მორიგეობენ პოლიციელები, რომლებიც ყვავილებით მისულ მოქალაქეებს სურათებს უღებენ. საიტის ერთ-ერთი მკითხველის პოსტში კი აღნიშნულია, რომ სახელმწიფო კომპანია “გორმოსტის” თანამშრომლები სწრაფად ჰყრიან ყვავილებს მახლობელ ურნებში.
უკრაინელი პოეტის ძეგლთან დააკავეს ერთკაციანი პიკეტის მონაწილე, რომელსაც გამოტანილი ჰქონდა პლაკატი წარწერით “არა ომს”. Novaya Gazeta Europ-ის ცნობით სოლოვეცკის ქვასთან დააკავეს ახალგაზრდა ქალი, რომელმაც მონუმენტთან ყვითელი და ლურჯი ყვავილების თაიგული მიიტანა.

პეტერბურგში უკრაინელი მწერლის ტარას შევჩენკოს ძეგლთან მიიტანეს ყვავილები და პლაკატი სისხლიანი ხელისგულების ანაბეჭდებით, რომლებზეც უკრაინის ქალაქების სახელების ეწერა.
ს მიერ წამოწყებული ომის მეორე წლის თავზე უკრიანისადმი სოლიდარობის აქციები მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში იმართება.
მათ შორის უკვე გაიმართა მრავალრიცხოვანი მსვლელობა თბილისსა და ბათუმში.