ხსნად ყავაზე მოთხოვნა იზრდება და ამ ტენდენციის მთავარი მამოძრავებელია Generation Z. ამას მოწმობს საერთაშორისო საჯარო მარკეტინგული კომპანიის Nielsen-ის მონაცემები, რომელიც წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში, იუწყება Bloomberg.
Nielsen-ის მონაცემებით, ხსნადი ყავის გაყიდვები გაიზარდა 24%-ით ორი წლის წინანდელთან შედარებით, ხოლო 18-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში ხარჯვა გაორმაგდა 2024 წელს 2022 წელთან შედარებით.
ამ ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ყავის გაძვირებაა. მაგალითად, მანჰეტენის კაფეში Starbucks-ის 12 უნცია მოხარშული ყავა 3,45 დოლარი ღირს, ხოლო სახლში Starbucks-ის ხსნადი ყავა შეიძლება მხოლოდ 36 ცენტი ღირდეს.
ტრენდს მხარს უჭერენ ახალგაზრდები, რომლებიც ეძებენ ტრადიციული ესპრესოს ან კაფეს ყავის საბიუჯეტო ალტერნატივებს.
