ხოხბებისთვის 18 ტონა საკვების შესაძენად 29 800 ლარის დახარჯვა იგეგმება

სსიპ „ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს“ მიერ ხოხბის საკვების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში შპს Bueno-მ გაიმარჯვა. ტენდერში წინადადებების მიღების პერიოდად 31 მარტი -2 აპრილი განსაზღვრული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 29 800 ლარი.
ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად საკვების საერთო რაოდენობა 18000 კგ უნდა იყოს. საკვები ხოხბის 4 ასაკობრივი კატეგორიისთვის არის განსაზღვრული, სხვადასხვა რაოდენობით. საკვები უნდა იყოს შეფუთული 20-50 კგ ტომრებში ქარხნულად, ტომრებზე უნდა იყოს მითითებული მწარმოებელი ქვეყანა, მწარმოებელი ფირმა/ბრენდი, საკვების ხარისხობრივი მახასიათებელი. კვების ნორმები, დამზადების თარიღი და ვარგისიანობის ვადა არანაკლებ 6 თვისა.
აღნიშნული კომპანია 2012 წელს არის რეგისტრირებული, რომლის წილის 100%-ს ანი ლებანიძე ფლობს და თავად არის კომპანიის დირექტორიც. აღნიშნულ კომპანიას სულ 2.4 მილიონი ლარის 145 ტენდერი აქვს მოგებული.

ასევე დაგაინტერესებთ