პოლიტიკურმა ორგანიზაცია დროამ Facebook-ზე თავისი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადება გაავრცელა, რომელშიც ის ამბობს, რომ მის სახლთან ახლოს შეურაცხმყოფელი პოსტერები გააკრეს. მისივე თქმით, მსგავსი პლაკატები გირჩი – მეტი თავისუფლებას ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის სახლთანაც გააკრეს.
“ჩემი და ზურას სახლთან გააკრეს ჩვენი შეურაცხმყოფელი პლაკატები. ზუსტად სახლის გასწვრივ. 4-ვე ჩემი შვილი იზრდება ისე, რომ იციან რას ვაკეთებ და რატომ. ეს გამოკრული [პლაკატები] ჩვენთვის უღირსობის გაკვეთილების ახსნა იქნება. მიხარია, როცა ჩემ შვილებს შემიძლია ავუხსნა კონკრეტული მაგალითებით რა არის უღირსობა. კარგად გაიგებენ, ისევე როგორც, აქამდე გაუგიათ. ოღონდ, აი, თქვენ, ძალიან სასაცილო და მდაბიო ქოცებო, ვერაფერს ვერასდროს ვერ გაიგებთ”. – წერს ხოშტარია.
მომხდარი ასევე აღნიშნა ჯაფარიძემაც, რომელმაც ფეისბუქზე გაავრცელა ფოტო, სადაც ჩანს, რომ მის სადარბაზოსთან გამოკრულია შეურაცხმყოფელი პლაკატები.
“ოეე, **ეებო, სადარბაზოს დედაც, მოდით, ბინაში გაგაკვრევინებთ”. – მიმართავს ჯაფარიძე ქართულ ოცნებას Facebook-ზე.