„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია შიმშილობას აგრძელებს და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური ბრძოლისადმი მისი შემართების ფორმაა. მისი თქმით, აუცილებელია ოპოზიციური პარტიების მიერ ბრძოლისთვის მკაფიო სტრატეგიის ფორმირება.
„შიმშილობაზე და პოლიტიკურ ამოცანებზე ჩემ პოზიციასთან დაკავშირებით მინდა განვმარტო:
ჩემი შიმშილობა არის განაცხადი:
ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ დიდი შემართებით. ამიტომ ეს შემართება ჩემის მხრივ, მე ასე დავაფიქსირე.
სწორი ბრძოლის სტრატეგია ჩემი აზრით:
– ერთობა რეჟიმთან ართანამშრომლობის იდეის გარშემო;
– ე.წ არჩევნების დელეგიტიმაცია;
– პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა;
– პროტესტის გაძლიერება ერთიანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალით;
პოლიტიკური პარტიების სიცხადე ბრძოლის სტრატეგიაზე მიმაჩნია გადამწყვეტი ამ ეტაპზე, რადგან სანამ ოცნება შეტევაზეა, ჩვენი ბუნდოვანება ნიჰილიზმს აღვივებს.
პრეზიდენტმა ეს სიცხადე 26 მაისს და შემდეგ 5 ივნისს შემოიტანა – არანაირი მოგონილი არჩევნები.
მთელმა რიგმა პარტიებმა პოზიცია დააფიქსირეს. დარჩა პარტიები, ვინც არ დააფიქსირა და მე ველოდები ამ პოზიციას.
შესაბამისად, მე როდის შევწყვეტ შიმშილობას, ეს ჩემი პირადი საქმეა და არ ვაპირებ უკან დახევას არცერთი მილიმეტრით.
ჩემ ძვირფას მეგობრებს ლელოდან კი მივმართავ, რომ მე შანტაჟის ენით, არა თუ მეგობრებთან, არამედ მტრებთანაც არ ვსაუბრობ, არაფერი სამაგისო არ მაქვს.
ვთქვათ ყველამ საკუთარი პოზიცია და ავიღოთ მასზე პასუხისმგებლობა”, – წერს ელენე ხოშტარი სოციალურ ქსელში.
ხოშტარიას თქმით, შიმშილობა უკავშირდება კონკრეტულ პრინციპებზე საერთო ოპოზიციური შეთანხმების მოლოდინს და წარმოადგენს შემართებული ბრძოლის სიმბოლოს.
