ხოშტარია შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს

„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ შიმშილობას შეწყვეტს იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური ძალები ერთობლივად გადაწყვეტენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობას.
„თუ ეს სიცხადე ჩამოყალიბდება… თუ პრინციპულად შევთანხმდებით ნულოვან ართანამშრომლობაზე, არშეგუებაზე, არაღიარებაზე – მაშინ ჩემი ენერგია ამ ბრძოლას მოხმარდება,“ – აღნიშნა ხოშტარიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში.
ოპოზიციური ლიდერის თქმით, ბრძოლისთვის აუცილებელია შეთანხმებული მოქმედება და მკაფიო სტრატეგია, თუნდაც განსხვავებული ხედვების კორექტირებით.