ხოშტარია რომ პარტნიორებს ეძახის, რეალურად უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებია და მათზე მიწოდებულ ინფორმაციებს, მათივე ენაზე, ფაილები ჰქვია

პარტია ” ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ტელეკომპანია “იმედის” მიერ მოპოვებულ ჩანაწერებს ეხმიანება, სადაც ჩანს თუ რა სახის ინფორმაციას აწვდიდნენ ბრალდებული ოპოზიციონერები უცხოელ პარტნიორებს. ანალიტიკოსი ელენე ხოშტარიას ბრიფინგის კონკრეტულ მონაკვეთზე ამახვილებს ყურადღებად და აღნიშნავს, რომ სიტყვა “ფაილი”, როგორც ელენე ხოშტარია შეგროვებულ მასალასა და მტკიცებულებებზე საუბრობს, სპეც- სამსახურების ტერმინია და სხვა ამას არავინ იყენებს. “თითქოს დეტალია, მაგრამ მასში ქალბატონი აგენტის მთელი არსია ჩადებული… ჟურნალისტები რაღაც კონკრეტულ მასალას ინფორმაციას უწოდებენ.
გამომძიებლები, პროკურორები და ოპერატიული მუშაკები – მტკიცებულებას. ხალხი – უბრალოდ ფაქტებს, ამბებს. მხოლოდ სპეც-სამსახურის თანამშრომლები ან მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პირები – “ფაილებს”. ეს არის ტერმინი, რომელიც ძალზედ სპეციფიკურია და არავინ, გარდა ჩემ მიერ ხსენებული პირებისა, ამ სიტყვას არ იყენებს. დანარჩენი დასკვნები თქვენთვის მომინდია. ფაქტია – ხოშტარია რომ პარტნიორებს ეძახის, რეალურად უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებია და მათზე მიწოდებულ ინფორმაციებს, მათივე ენაზე, ფაილები ჰქვია”,- წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა