პირველ რიგში, მსურს სოლიდარობა გამოვხატო ლევანისა და მურთაზის, ასევე ყველა პოლიტიკური პატიმრის მიმართ.
რა სჭირს ოცნებას? ცალსახაა, რომ შიში და მიუღებლობა ხალხის გამოსვლის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მახასიათებელი ამ რეპრესიების, “ოცნების” მოქმედებების.
ლევანის დაჭერა იქნება თუ კალაძის ოფისთან მომხდარი ფაქტები, როგორც კი დგება ხალხის კონსოლოდაციის, პროტესტის შემთხვევა – საქციელს კარგავენ. “ონებაში” თავიანთი ჭკუით, ძალის დემოსნტრირებას ახდენენ. ლევანის ბრალდების შინაარსის დადგენაც კი რთულია.
როცა ხედავენ, რომ ოპოზიცია შეტევაზე გადადის, ისინი სჩადიან ასეთ ქმედებებს. ეს მოულოდნელი არაა. მნიშნველოვანია გვესმოდეს, რას ვუპირისპირებთ მათ. სინდისის პატიმრებმა მათ არნახული პრინციპულობა დაუპირისპირეს. დაპატიმრებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმაც ასევე არნახული პრინციპულობა გამოიჩინეს, რადგან თანამშრომლობის არანაირ ყალბ პროცესზე არ წავიდნენ. ლევანის და მისი მსგავსი შემართება არის ის, რაც სინამდვილეში ძალიან აშინებს ქართულ ოცნებას.