4 ძირითადი მიზეზია, რატომაც მგონია, რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ ერთიანი, დიდი, საერთო ფრონტი უნდა იყოს.
· ეს არის რეფერენდუმი – რაც არ უნდა დავარქვათ, ეს არჩევნები თავისი შინაარსით არის რეფერენდუმი. იმიტომ, რომ პროდასავლურებმა რუსები უნდა გავუშვათ.
· ეს არის ძალის დემონსტრირებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია მომგებად გამოიყურებოდეს. კამათი და მსჯელობა შეიძლება, რომ მარტო ერთიანი, დიდი არის მომგებისა და ძალის გამომსხივებელი? მე მგონია, რომ ყველაზე მეტად, კი. რადგან, აქ არის მესიჯი, რომ ამ კონკრეტული მომენტისა და შეზღუდული მანდატისთვის მართლა ყველაფერი გადავდეთ.
· კამპანიის წარმოებაც ერთად ბევრად უფრო მარტივი იქნება. ერთი მესიჯით და არა ერთმანეთის წინააღმდეგ.
· სიცხადისთვის – ასევე, ამომრჩეველს წინასწარ, ცხადად ეცოდინება, თუ ვინ მოდის.
