ხოშტარია: მნიშვნელოვანია, ბრძოლამ, რომელშიც ვართ – გაგვაერთიანოს და მივიდეთ შედეგამდე

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მისი მდგომარეობა არ არის საგანგაშო და ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე საუბრობს.
ის აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბრძოლამ, რომელშიც ჩართულნი არიან მათ შორის ახალგაზრდა პოლიტპატიმრები, ციხეში მყოფი პოლიტიკოსები – “გაგვაძლიეროს, გაგვაერთიანოს და მივიდეთ შედეგამდე”.
“არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ზოგადად, შიმშილობის დროს სასწრაფო დახმარება პერიოდულად ამოწმებს მდგომარეობას და არაფერი საგანგაშო არ არის. რა თქმა უნდა, მე აბსოლუტურად გააზრებული მაქვს ჩემი ფიზიკური შესაძლებლობებიც და ამ მხრივ, არაფერი სანერვიულო არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლამ, რომელშიც მათ შორის მეც ვარ, ახალგაზრდები, რომლებიც არიან ციხეში, პოლიტიკოსები, რომლებიც არიან ციხეში, ამან ჩვენ ყველა გაგვაძლიეროს, გაგვაერთიანოს და მივიდეთ შედეგამდე. დღეს, საღამოს 20:00 საათზე არის აქცია და ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ ბევრი. ერთის მხრივ, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ რომ ვიბრძვით, არ ვჩერდებით, უკან არ ვიხევთ, ასე რომ, ოპოზიციური სპექტრი ვიყოთ ერთად ამ ბრძოლაში. “, – ამბობს ის.
ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების მიმართ არ აქვს არანაირი მოთხოვნა და მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია პროდასავლური ერთიანი ძალების ერთობა და მოქმედება.