ხოშტარია: მიუხედავად კამათებისა, პარტიები ვიდგებით ერთად რუსული გადაწყვეტილების წინააღმდეგ

· 71
·
·
ქართული ქვეყნისთვის კრიტიკულ, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე მორიგ ჯერზე გადადგა ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული და ანტიევროპული ნაბიჯი. ეს არის მცდელობა, ამოაშენონ კედელი ჩვენსა და ევროკავშირს შორის. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნება მიდის ჩვენი სახელმწიფოს, სახელმწიფო ინტერესებისა და საზოგადოების წინააღმდეგ. თუმცა ჩვენ გვინახავს, რომ ყოველ ჯერზე, როცა ქართული ოცნება უპირისპირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ამოცანას, რომ გავხდეთ ევროპის ნაწილი და ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა, ის მარცხდება სრული კრახით. ასე იქნება ამჯერადაც. ჩვენ ვნახეთ აბსოლუტური კონსენსუსი ჩვენი პარტნიორების, ჩვენი მეგობრების, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველო გახდეს ევროპული, თავისუფალი ოჯახის წევრი.
გირჩი/დროას სახელით მინდა გამოვხატო მტკიცე ნება და აბსოლუტური გააზრება, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა დღეს მოქმედება. მოქმედება ერთად, საზოგადოებასთან ერთად, ყველა იმ მოქალაქესთან ერთად, რომელიც არ დათმობს საქართველოს ევროპულ და თავისუფალ მომავალს.
მინდა დავარწმუნო ყველა, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მიუხედავად კამათებისა, რომელიც არსებობს ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, დღეს პოლიტიკური პარტიები ვდგავართ ერთად, ვიდგებით ერთად და ამის წინააღმდეგ ვიბრძოლებთ ერთად. ეს ერთიანობა რის გადამწყვეტი ამ რუსული გადაწყვეტილების უკან წასაღებად.
იმ ღირსეულის პასუხის სიმბოლო, რომელიც საქართველოს არაერთხელ გაუცია, მათ შორის შარშან მარტში ქართული ოცნების ანტიქართული, ანტიევროპული მოქმედებებისთვის, დღეს არის , რომელიც ვერც ციხეში, ვერც პროპაგანდით, ვერც სიძულვილით ვერ გატეხეს და დღეს ის რჩება შეუპოვარი, პრინციპული, გაუტეხელი მოქალაქე ახალგაზრდა.