კოალიცია “ცვლიებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ნიკა მელია გატაცებულია, რადგან ის “ყველანაირი საფუძვლის გარეშე გადააყენეს, წაართვეს ტელეფონები დაცვას, მასაც და გაიტაცეს.“
როგორც ხოშტარია გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “მელიამ დიდი თავსატეხი გაუჩინა სისტემას, რადგან არ აპირებდა სასამართლოში მისვლას.“
როგორც ჯაფარიძის შემთხვევაში, მელიამ დიდი თავსატეხი გაუჩინა სისტემას, რადგან არ აპირებდა სასამართლოში მისვლას. ვიცოდით, რომ ხვალ მას წაიყვანდნენ, დაგეგმილი იყო 2 საათზე მის ოფისში შეკრება და მან გაუჩინა თვასატეხი იმით, რომ განაცხადა, არ მივალო და იმდენად ეშინიათ კონფრონტაციის, ოფისში შესვლის, რომ ყველანაირი საფუძვლის გარეშე გადააყენეს, წაართვეს ტელეფონები დაცვას, მასაც და გაიტაცეს. ამ მომენტისთვის, მას ჰქვია გატაცებული. ადვოკატი არკვევს, მეტი დეტალი არ გვაქვს. აღსანიშნავია, რამდენ შეცდომას უშვებს და უკანონობას ჩადის ხელისუფლება, როდესაც ის ფაქტის წინაშე დგება, რომ პოლიტიკოსები და მოქალაქეები არ ემორჩილებიან, არ აღიარებენ, არ ეშინიათ. შემდეგი ვინც არ გადაიხდის გირაოს, არის ნიკა გვარამია,- განაცხადა ხოშტარიამ.
კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას “ტვ პირველს” ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი უდასტურებს.
როგორც კონდახაშვილი ამბობს, ოპოზიციონერი ლიდერი ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულმა გააჩერა და ძალის გამოყენებით მანქანაში ჩატენა.
იურისტი გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას დაკავება რომელიმე მიმდინარე საქმეს უკავშირდებოდეს.