ხოშტარია ბოკუჩავას განცხადებაზე: ერთიანად, ღირსეულად უნდა დავდგეთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ

მართლა აღმაფრთოვანებელია და ძალიან დიდი პრინციპული ბრძოლის მაგალითია სიმყარის, ლიდერობის, გამბედაობის — ის, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ თიკას გამოსვლაში. სწორედ ასეთ მაგალითებზე დგას ეს სახელმწიფო და არ უწერია გადაშენება. ჩვენი ბრძოლა დგას სრულ სოლიდარობაზე — პოლიტიკურ სოლიდარობაზე, საზოგადოებრივ სოლიდარობაზე, ჩვენი მთელი პროდასავლური სრული უმრავლესობის სოლიდარობაზე, სადაც დევს გამარჯვების გასაღები.
რა თქმა უნდა, ვართ აბსოლუტურად სოლიდარულები და, რა თქმა უნდა, ასევე ვეხმიანები მის მოწოდებას — ადგილობრივი თვითმმართველობის ს საერთოდ გაუქმება — ამაზე საერთოდ ლაპარაკიც კი არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის ბოროტმოქმედი რეჟიმი და უნდა დავასრულოთ ეს ეტაპი, როდესაც ვკამათობთ კიდევაც ამ საკითხზე. ერთიანად, ღირსეულად უნდა დავდგეთ ერთად ამ რეჟიმის წინააღმდეგ