ხოშტარია: ამ წუთებში კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი მიმართავს ცესკო-ს, ვხსნით სიას

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, ამ წუთებში ს მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავენ.
“მინდა განვაცხადო ფორმალურად „კოალიცია ცვლილებისთვის“ სახელით, რომ ამ წუთებში ჩვენი წარმომადგენელი იმყოფება ცესკო-ში და საქართველოს საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მიმართავს ცესკო-ს, რომ ჩვენ ვხსნით ჩვენს სიას, არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვაპირებთ ამ პარლამენტთან არანაირ კავშირს და ჩვენგან ფეხს არავინ არ შეადგამს ამ პარლამენტში. ეს პარლამენტი არ არსებობს, ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია არ არსებობს”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.