ხოშტარიას ხელით ხდება საქართველოში არეულობის ინსპირირება

ხოშტარიას ხელით ხდება საქართველოში ზიზღის, ძალადობის, არეულობის ინსპირირება. მორალი რთულია აქ მოიკითხო იმიტომ, რომ ეს ადამიანი ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც კი დაკავშირებულია საზოგადოების მშვიდობიან განვითარებასთან, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ხოშტარიების ოჯახისთვის რუსეთიდან ჩარიცხულ მორიგ ტრანშს.
მისი თქმით, ხოშტარიას ხელით ხდება ძალადობის წახალისება.
„ხოშტარიას ხელით ხდება საქართველოში ზიზღის, ძალადობის, არეულობის ინსპირირება და ის, როგორც ეკადრებათ ეს სხვადასხვა მხრიდან გავლენის აგენტებს ზუსტად ასე იქცევა. ერთ ჯიბეშიც ფულს იღებს, მეორე ჯიბეშიც ფულს იღებს იმისთვის, რომ რაიმე ნაირადდააზიანოს ქართველი ხალხი. ამას ვაკვირდებით უკვე დიდი ხანია. მორალი რთულია აქ რამენაირად მოიკითხო იმიტომ, რომ ეს ადამიანი, ვხედავთ ჩვენ, რომ ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც კი დაკავშირებულია საზოგადოების მშვიდობიან განვითარებასთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ხოშტარიების საბანკო ანგარზე რუსეთიდან გაზრდილი ტრანში განხორციელდა. ე.წ. პროევროპელების მიერ გაჭრილი ხაზი ჩრდილოეთის ხაზინისკენ, დაფინანსების შევსების მორიგი წყაროა. აპრილში თანხამ 250 ათასამდე დოლარი შეადგინა. ხოშტარიების ოჯახი ისევ დუმს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა