ხოშტარიას თქმით, შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს

კოალიცია „ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტს მერაბ მეტრეველსგანუცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, „თუ ოპოზიცია შეთანხმდება და იტყვის, რომ არ მივდივართ არჩევნებზე, შეწყვეტთ შიმშილობას?“, ელენე ხოშტარიამ უპასუხა: „კი“.
„კი. თუ ეს სიცხადე ჩამოყალიბდება. მე არ ვამბობ, რომ სიცხადე ზუსტად მე, როგორც ვამბობ, ისეთი უნდა იყოს – პუნქტები, ზუსტად, რა ტიპის ბრძოლა უნდა იყოს… თუ პრინციპულად შევთანხმდებით ნულოვან ართანამშრომლობაზე, არშეგუებაზე, არაღიარებაზე, რა თქმა უნდა, მე, მაშინ მთელი ჩემი ენერგიით გადავერთვები ბრძოლაში, რომლისაც მჯერა“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 27 ივნისს შიმშილობა გამოაცხადა. „მზად ვარ, თავი შევწირო რეჟიმს“, – თქვა მან და საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.
მეორე დღეს მას პოლიტიკოსი, გედევან ფოფხაძე შეუერთდა. მოგვიანებით შიმშილობა გამოაცხადა სამმა აქტივისტმაც: ბაჩო კუციამ, ვასილ ელიავამ და გიორგი სტეპანოვმა.
ხოშტარიამ 2021 წლის ნოემბერში 17 დღის განმავლობაში იშიმშილა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო