ხოფერია: ჰო, აბა, ვიღაც გადამთიელი დაასანქცირებს ან კობახიძეს, ან იმ 84 დეპუტატს და… ჩემ თვალში, ჩემი ქვეყნის მართვის ლეგიტიმაცია დაეკარგება ან ერთს, ან დანარჩენებს…

“ყური მოვკარი, ჟურნალისტმა თქვა:-სანქციების შემდეგ ხელისუფლება ლეგიტიმაციას დაკარგავსო.
ღმერთო, რა ბოდვა და პოლიტიკური აგონიაა!
აი, ესაა მათი უბედურება, რომ გონიათ, იქ, “ევროპებში” ხდება საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაცია.😂
არა, კი არ გონიათ, უნდათ! უნდათ, რომ იქ, “ამერიკებში” და “ მოსკოვებში” წყდებოდეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტი ამბები!
საქართველოს პარლამენტს და მთავრობას ხმათა უმრავლესობით ჩვენ, ხალხმა, მივანიჭეთ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება- მოვალეობები, გამოვუცხადეთ ნდობა და მივეცით ჩვენი- მისი მმართველობის ქვეშ მყოფი საზოგადოების და ჩვენი სახელმწიფოს მართვის უფლება ანუ, მოვახდინეთ ხელისუფლების პოლიტიკური ლეგიტიმაცია!
წაიწერონ ეს შუბლზე და თუ რაიმეს გარკვევას გადაწყვეტენ, ხალხს გვკითხონ საარჩევნო ბიულეტენების მეშვეობით!
ჰო, აბა, ვიღაც გადამთიელი დაასანქცირებს ან ს, ან იმ 84 დეპუტატს და… ჩემ თვალში, ჩემი ქვეყნის მართვის ლეგიტიმაცია დაეკარგება ან ერთს, ან დანარჩენებს…
ვაი, მაგათ პატრონს ანუ სალომე უსამშობლოს!😂😂😂
ჰო, მართლა, ეს პრეზიდენტის სასახლე როდის შემდეგ და რის საფუძველზე გახდა ერთი მუჭა პოლიტიკური პარტიების შტაბ- კვარტირა?!.. პრეზიდენტის პირადი სალინ- საბორდელო?!… სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებებისა და პოლიტიკური ტერორიზმის ბუდე?!…
როდის უნდა მიეღოს ბოლო ამ ქალის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის შეურაცხყოფას?!
ჩვენ დავიღალეთ!!!
ისე, ისრაელს ვერ უშველა “ კუპოლმა” და სალომეს უშველის “ ზონტიკი”?!…
მეტი არაა ჩემი მტერი…😂✊🏼✊🏼✊🏼✊🏼” – წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში. 

ასევე დაგაინტერესებთ